იცით მედროლგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მედროლგინის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დისპეფსია, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, გასტრიტი, დიარეა, ბოყინი, ღებინება, შეკრულობა, მეტეორიზმი, კუჭის გადავსების შეგრძნება, სტომატიტი, მელენა, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (განსაკუთრებით მოხუცებში), სისხლიანი ღებინება, პანკრეატიტი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: შფოთვვა, მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, თავბრუ, თავის ტკივილი, ოფლიანობა, პირის სიმშრალე, ნერვული აგზნებადობა, პარესთეზიები, დეპრესია, ეიფორია, კრუნჩხვები, მომატებული წყურვილი, კონცენტერაციის უნარის დარღვევა, უძილობა, ადვილად დაღლა, აგზნებადობა, გემოვნების დარღვევა, მიალგია, ჰალუცინაციები, ჰიპერკინეზიები, სმენის დაქვეითება, ასეპტიური მენინინგიტი, ფსიქოზური რეაქციები. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდვის გახშირება, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია, ოლიგურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი, სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის მომატებული შემცველობა, ინტერსტიციული ნეფრიტი, შარდის შეკავება, ნეფროზული სინდრომი. ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ალები, ბრადიკარდია, სიფერმკრთალე, არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი გულმკერდის არეში, პალპიტაცია.  სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ასთმა, ფილტვების შეშუპება. სისხლის სისტემის მხრივ: პურპურა, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, სისხლდენა პოსტოპერაციული ჭრილობიდან, ჰემატომები, ეპისტაქსისი, სისლხდენის დროის გახანგრძლივება. კანის მხრივ: ქავილი, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ლაელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი. ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება, გამონაყარი, ანაფილაქსია. რეპროდუქციული სისტემა: შესაძლოა ფერტილობის დარღვევა. სხვა: შეშუპებები, წონის მატება, სხეულის ტემპერატურის მატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები