იცით მელეფსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მელეფსინის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: ძალიან ხშირად – თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, ასთენია; ხშირად – თავის ტკივილი, აკომოდაციის პარეზი; ზოგჯერ – ანომალური უნებლიე მოძრაობები (მაგალითად ტრემორი, „მოფარფატე“ ტრემორი – asterixix, დისტონია, ტიკები), ნისტაგმი; იშვიათად – ოროფაციალური დისკინეზია, თვალის მოძრაობის დარღვევები, მეტყველების დარღვევა (მაგალითად დიზართრია), ქორეოათეტოზური დარღვევები, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზიები, მიასთენია და პარეზის სიმპტომები. ფსიქიური სფეროს მხრივ: იშვიათად – ჰალუცინაციები (მხედველობითი ან აუდიტორული), მადის დაქვეითება, შფოთვა, აგრესიული ქცევა, აგზნებადობა, დეზორიენტაცია; ძალიან იშვიათად – ფსიქოზის გამწვავება. ალერგიული რეაქციები: ხშირად – ჭინჭრის ციება; ზოგჯერ – ერითროდერმია; იშვიათად – წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი. კანის ქავილი; ძალიან იშვიათად – მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის, სტივენს-ჯონსის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი (ლაიელის სინდრომი), ფოტომგრძნობელობა; იშვიათად – შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის მულტიორგანული გამოვლინებები ცხელებით, გამონაყარით, ვასკულიტით (მათ შორის, კვანძოვანი ერითემა, როგორც კანის ვასკულიტის გამოვლინება), ლიმფადენოპათიით, ლიმფომის მსგავსი ნიშნებით, ართრალგიებით, ეოზინოფილიით, ჰეპატოსპლენომეგალიით და ღვიძლის ფუნქციების შეცვლილი მაჩვენებლებით. შესაძლოა ჩათრეული იყოს სხვა ორგანოებიც (მაგალითად, ფილტვები, თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი, მიოკარდიუმი, მსხვილი ნაწლავი); ძალიან იშვიათად, შესაძლებელია, განვითარდეს ასეპტიური მენინგიტი მიოკლონუსით და პერიფერული ეოზინოფილიით. ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული პნევმონიტი ან ეოზინოფილური პნევმონია. აღნიშნული ალერგიული რეაქციების განვითარებისას, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად – ლეიკოპენია; ხშირად – თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, ფოლიუმის მჟავას დეფიციტი; ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჭეშმარიტი ერითროციტული აპლაზია, მეგალობლასტური ანემია, მწვავე „ხანგამოშვებითი“ პორფირია, რეტიკულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – გულისრევა, ღებინება; ხშირად – პირის სიმშრალე; ზოგჯერ – ფაღარათი ან ყაბზობა, მუცლის ტკივილი; ძალიან იშვიათად – გლოსიტი, სტომატიტი, პანკრეატიტი. აქტივობის მომატება (ღვიძლში ამ ფერმენტის ინდუქციის გამო), რაც ხშირ შემთხვევებში უმნიშვნელოა; ხშირად – ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მომატება; ზოგჯერ – „ღვიძლის“ტრანსამინაზების აქტივობის მომატება; იშვიათად – ქოლესტაზური, პარენქიმატოზული (ჰეპატოცელულური) ან შერეული ტიპის ჰეპატიტი, სიყვითლე; ძალიან იშვიათად – გრანულომატოზური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება. ძალიან იშვიათად – ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა გულყრით, კოლაფსი, გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარება ან გამწავება, გულის იშემიური დაავადების გამწვავება (სტენოკარდიის შეტევების განვითარება ან გახშირება), თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლური სინდრომი. ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირად – შეშუპება, სითხის შეკავება, სხეულის მასის მატება, ჰიპონატრიემია (პლაზმის ოსმოლარობის დაქვეითება ადჰ-ის მსგავსი მოქმედების შედეგად, რაც იშვიათ შემთხვევებში იწვევს ჰიპონატრიემიას, რასაც თან ახლავს ლეთარგია, ღებინება, თავის ტკივილი, დეზორიენტაცია და ნევროლოგიური დარღვევები); ძალიან იშვიათად – ჰიპერპროლაქტინემია (შეიძლება თან ახლდეს გალაქტორეა და გინეკომასტია); L-თიროქსინის (თავისუფალი T4 – T3) კონცენტრაციის დაქვეითება და თირეომასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაციის მატება (ხშირად თან არ ახლავს კლინიკური გამოვლინებები); ძვლოვან ქსოვილში კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევა (პლაზმაში Ca2+ და 25-OH-ქოლეკალციფეროლის კონცენტრაციის დაქვეითება); ოსტეომალაცია: ჰიპერქოლესტერინემია (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ჩათვლით) და ჰიპერტრიგლიცერიდემია. შარდ-სასქესო ორგანოთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად -ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ალბუმინურია, ჰემატურია, ოლიგურია, შარდოვანას მომატება, აზოტემია), გახშირებული შარდვა, შარდის შეკავება, პოტენციის დაქვეითება. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ძალიან იშვიათად – ართრალგია, მიალგია ან კრუნჩხვები. გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – გემოვნების გაუკუღმართება, თვალის ბროლის შემღვრევა, კონიუნქტივიტი; სმენის დარღვევა, მათ შორის – ხმაური ყურებში, ჰიპერაკუზია, ჰიპოაკუზია, ბგერის სიმაღლის აღქმის შეცვლა. სხვა: კანის პიგმენტაციის დარღვევა, პურპურა, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ალოპეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები