იცით ნაკლოფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაკლოფენის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, კუჭის კოლიკა*, პანკრეატიტი, აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი, ეროზიული ეზოფაგიტი, ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა განყოფილების დაზიანება, მათ შორის არასპეციფიური ჰემორაგიული კოლიტი, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების რეციდივი ან გამწვავება.  ცნს-ს მხრივ: სწრაფი დაღლილობა, აღქმის დარღვევა, პარესთეზიები, მეხსიერების დაქვეითება, ორიენტაციის გრძნობის დაკარგვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, დიპლოპია, სმენის შემცირება, ხმაური ყურებში, კრუნჩხვები, განგაში, კოშმარული სიზმრები, ტრემორი, ფსიქოზური რეაქციები, გემოვნების შეცვლა. ცვლილებები თირკმელების მხრივ:* იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია. ცალკეულ შემთხვევებში: ინტერსტიციური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, თირკმლის დვრილების ნეკროზი ან პროტეინურია. ცვლილებები ღვიძლის მხრივ იშვიათად: ქოლესტაზი, სიყვითლე, უსიმპტომო ჰეპატიტი (მწვავე და ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი), ჰეპატოცელულური ნეკროზი. ცალკეულ შემთხვევებში: ფულმინანტური (მყისიერი) ჰეპატიტი*. ცვლილებები კანის მხრივ და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ალოპეცია, ერითროდერმია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსის სინდრომი), ტოქსიური  ეპიდერმული  ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ალერგიული პურპურა*. ცალკეულ შემთხვევებში: ფოტომგრძნობელობა, ანაფილაქსიური რექციები (ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი). ცვლილებები სისხლმბადი სისტემის მხრივ ცალკეულ შემთხვევებში: ჰემოლიზური და აპლასტური ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. სხვა: პოტენციის დაქვეითება, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, არტერიული წნევის მომატება. სანთლების გამოყენებისას, შესაძლებელია ადგილობრივი გაღიზიანება. პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს გვერდითი ეფექტების ან მათი მსგავსი მოვლენების განვითარების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები