იცით ნასენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნასენის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად, ნასენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ზოლპიდემისთვის დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, კარდიალური არითმია. სისხლი და ლიმფური სისტემა: სისხლის სურათის ცვლილებები, როგორიცაა ლეიკოპენია (სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (ნეიტროფილების მნიშვნელოვანი შემცირება ან არარსებობა). ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა დღის განმავლობაში, ანტეროგრადული ამნეზია, აპათია, ემოციური ლაბილობა, ძილის დარღვევა, გემოს შეგრძნების შეცვლა, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), მერყევი სიარული. ფსიქიატრიული დარღვევები: კოშმარული სიზმრები, მოუსვენარი ძილი. თვალები: აღქმის დარღვევები ან დიპლოპია. რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხველება, ასთმა. კუჭ-ნაწლავის სისტემა: ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა. ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილი: კუნთების სპაზმი. ენდოკრინული სისტემა: დისმენორეა. რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლები: დაქვეითებული ლიბიდო. მეტაბოლიზმი და კვება: მადის ცვლილება, წყურვილის გაზრდა, წონის შეცვლა. იმუნური სისტემა: ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები