იცით ნებივორლდს რა უკუჩვენებები აქვს?

ნებივორლდის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა ნებივოლოლის ან პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ; – გულის უკმარისობა (დეკომპენსაციის სტადიაში); – გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური აწ ნაკლები 90 მმ. ვწყ. სვ.); – სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოაურიკულური ბლოკადის ჩათვლით; – ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; – ბრადიკარდია (გშს <60 დარტყმა/წუთში); – ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის (რითმის ხელოვნური წამყვანის გარეშე); – ფეოქრომოციტომა; – მეტაბოლური აციდოზი; – კარდიოგენური შოკი; – ბრონქოსპაზმი და ბრონქული ასთმა ანამნეზში; – პერიფერიული სისხლძარღვვების მძიმე მაობლიტირებელი დაავადებები (ხანგამოშვებითი კოჭლობა, რეინოს სინდრომი); – მიასთენია; – დეპრესია. პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ თირკმლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ანამნეზში ალერგიული დაავადებების, ფსორიაზის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, ასევე 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები