იცით ნეიპოგენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეიპოგენის გვერდითი მოვლენებია: ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას ნეიპოგენით მკურნალობა რეკომენდებული დოზებით – ხშირად იწვევს ტკივილებს ძვლებში და კუნთებში. როგორც წესი, ტკივილები მსუბუქი ან ზომიერი სიძლიერისაა (10%), ხანდახან ძლიერი (3%) და უმეტეს შემთხვევაში კუპირებას განიცდის ჩვეულებრივი ანალგეზიური საშუალებებით. იშვიათად აღინიშნება შარდვის დარღვევა (ძირითადად, მსუბუქი და ზომიერი დიზურია). აღწერილია ცალკეული შემთხვევები არტერიული წნევის გარდამავალი შემცირების შესახებ, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებს. – ხშირად აღინიშნება შექცევადი, დოზადამოკიდებული და ჩვეულებრივ მსუბუქი და ზომიერილაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას, შრატისმიერი შარდოვანას და გამა-გლუტამიტრანსფერაზას აქტივობის მომატება. რანდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის დროს დადგენილ იქნა, რომ ნეიპოგენი არ იწვევს გვერდითი რეაქციების სიხშირის ზრდას ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ჩატარებისას. – გვერდითი მოვლენები, რომლებიც ერთნაირი სიხშირით აღინიშნება ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ნეიპოგენი/ქიმიოთერაპია და პლაცებო/ქიმიოთერაპია, მოიცავს გულისრევას, ღებინებს, ალოპეციას, დიარეას,  მოთენთილობას, ანორექსიას, ლორწოვანი გარსების ანთებას, თავის ტკივილს, ხველას, გამონაყარს კანზე, ტკივილს გულმკერდში, საერთო სისუსტეს, ტკივილს ყელში, ყაბზობას და არასპეციფიკურ ტკივილებს. – ხანდახან ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია მაღალი დოზებით შემდგომში ძვლის ტვინის აუტოლოგიური გადანერგვით, აღინიშნებოდა სისხლძარღვოვანი დარღვევები (მაგალითად, ვენო-ოკლუზიური დაავადება და წყლის ცვლის დარღვევა). მათი მიზეზობრივი კავშირი ნეიპოგენის გამოყენებასთან დადგენილი არ არის. – აღწერილია იშვიათი შემთხვევები ისეთი სიმპტომების განვითარების, რომლებიც მიუთითებს ალერგიული ტიპის რეაქციებზე. მათი უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია პირველი დოზის მიღებასთან, რაც განპირობებულია პრეპარატის ინტრავენური გამოყენებით. მკურნალობის აღდგენისას ხანდახან აღინიშნება სიმპტომების რეციდივი. – ნეიპოგენის დანიშვნა ქიმიოთერაპიის შემდეგ, რომლის სქემაში შედის ბლეომიცინი, იწვევს ინტერსტიციული პნევმონიის განვითარებას, ხანდახან ლეტალური გამოსავალით. მისი მიზეზობრივ კავშირი ნეიპოგენის გამოყენებასთან დადგენილი არ არის. – ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით აღინიშნება გვერდითი მოვლენების განვითარება ნეიპოგენზე, მხოლოდ ზოგიერთი პირებში ამ სიმპტომების სიხშირე დროთა განმავლობაში მცირდება. – ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებსაც იწვევს ნეიპოგენი არის ტკივილი ძვლებში და გენერალიზებული ტკივილები ჩონჩხის კუნთებში. – სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს ელენთის გადიდებას, რომელიც ზოგიერთ ავადმყოფებში პროგრესირებს, ასევე თრომბოციტოპენიას. აღწერილია თავის ტკივილი, დიარეა (10% ნაკლები). პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება ანემია, სისხლდენა ცხვირიდან. – ზოგჯერ აღინიშნება გარდამავალი და კლინიკურად უსიმპტომო შარდოვანას შრატისმიერი კონცენტრაციის, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ასევე ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გარდამავალი შემცირება. – გვერდითი მოვლენები ასევე მოიცავს ადგილობროვ რეაქციას ინექციის ადგილას, თავის ტკივილს, ღვიძლის გადიდებას, ტკივილს სახსრებში, თმების ცვენას, ოსტეოპოროზს, გამონაყარს კანზე. – ხანგრძლივი თერაპიის დროს 2% ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით ადგილი აქვს კანისმიერი ვასკულიტის განვითარებას, იშვიათად აღინიშნება – პროტეინურია და ჰემატურია. * ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას ლეიკოციტოზი: 5% ნაკლებ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ნეიპოგენს დოზით 0.3 მლნ სე-ზე (3 მკგ/კგ დღეში) მეტს ლეიკოციტების რიცხვი იზრდება 100000-მდე/1 კუბ.მმ და მეტი. გვერდითი მოვლენები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ასეთ ლეიკოციტოზთან, აღწერილი არ არის. თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას შესაძლებელი რისკი, დაკავშირებული მძიმე ლეიკოციტოზთან, რის გამოც ნეიპოგენით მკურნალობის დროს აუცილებელია ლეიკოციტების რიცხვის რეგულარული კონტროლი. – თუ იგი აღემატება 50000/კუბ.მმ-ში, ნეიპოგენი უნდა მოიხსნას. თუ ნეიპოგენს ნიშნავენ უჯრედების-წინამორბედების მობილიზაციის მიზნით, მას ხსნიან იმ შემთხვევაში, თუ ლეიკოციტების რიცხვი აღემატება 100000/1 კუბ.მმ-ში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები