იცით ნიტრომინტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტრომინტის გვერდითი მოვლენებია: მკურნალობის დაწყებისას შესაძლოა თავის ტკივილი სისხლძარღვების გაფართოვების შედეგად. პრეპარატის პირველი მიღების ან დოზის გაზრდის დროს შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება ან ორთოსტატული ჰიპოტენზია გახშირებული გულისცემით, თავბრსუხვევით და სისუსტით. შესაძლებელია, ასევე, წვის ხანმოკლე, მსუბუქი შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში ვითარდება გულისრევა, ღებინება, სახის სიწითლე, კანის ალერგიული რეაქციები და, ასევე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. წნევის მკვეთრად გამოხატულმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მკერდში ტკივილის გაძლიერება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კოლაფსი არარეგულარული გულის რითმით და გონების დაკარგვით. იშვიათ შემთხვევებში – ძირითადად გადაჭარბებული დოზირების დროს – შესაძლებელია ციანოზი (სახის კანის შეფერვა ნაცრისფრად ან ლურჯად), სისხლის მაჩვენებლების შეცვლა (მეტჰემოგლობინემია), ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. შეიძლება პაციენტს დასჭირდეს დამატებითი მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები