იცით ნიტრომინტს რა უკუჩვენებები აქვს?

ნიტრომინტის უკუჩვენებებია: ნიტრომინის აეროზოლი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: * ორგანული ნიტრატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (თუ ნიტრატების მიღების შემდეგ ადგილი აქვს სახის, კიდურების, ტუჩების, პირის ლორწოვანი გასის, ენის, ხორხის და/ან ხახის შეშუპებას); * გამოხატული ჰიპოტენზია (დაქვეითებული არტერიული წნევა, სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლები); * მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ავსების დაბალი წნევით; * ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობებიდან: მარცხენა პარკუჭის უკმარისობა ავსების დაბალი წნევით, სტენოკარდია, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, კონსტრიქციული პერიკარდიტი, პერიკარდიუმის ტამპონადა, აორტული და მიტრალური სტენოზი; *პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (ეს საშიშროება განსაკუთრებით მაღალია ავადმყოფებში გულის კორონარული დაავადებებით); * თუ პაციენტი იღებს პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს სილდენაფილს, არ შეიძლება ნიტრომინტის და სხვა ნიტრატების გამოყენება; * თუ ქალასშიდა წნევა მომატებული (მაგალითად, თავის ტვინში სისხლჩაქცევის ან ტრავმის შემდეგ); * ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობით (შოკი, კოლაფსი) და კარდიოგენული შოკით (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საბოლოო დიასტოლური წნევა მარცხენა პარკუჭში უზრუნველყოფილია შიდააორტული ბალონური პულსაციით ან საშუალებებით, რომლებსაც აქვთ დადებითი ინოტროპული ეფექტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები