იცით ნიფედი-დენკი 10 რეტადს რა უკუჩვენებები აქვს?

ნიფედი-დენკი 10 რეტადის უკუჩვენებებია: ნიფედი-დენკ 10 რეტარდს გააჩნია უკუჩვენებებია: შემდეგ შემთხვევებში: – ნიფედიპინისადმი მომატებული მგრძნობელობა; – არასტაბილური სტენოკარდია; – კარდიოცირკულატორული შოკი; – სისხლძარღვების ძლიერი შევიწროვება, რაც მიმართულია გულიდან აორტისკენ (მაღალი ხარისხის აორტის სტენოზი); – ორსულობა და ლაქტაცია; – კომბინირებული მკურნალობა რიფამპიცინთან ერთად (ტუბერკულოზის სამკურნალო აქტიური ნივთიერება, იხ. `სხვა წამლებთან ურთიერთქმედება~) – მწვავე მიოკარდიული ინფარქტი (პირველი 4 კვირის განმავლობაში). ნიფედი-დენკ 10 რეტარდის მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ შემდეგ შემთხვევებში (კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს). გამოხატული დაბალი არტერიული წნევა (ძლიერი ჰიპოტენზია, სისტოლური წნევა შეადგენს 90 მმ ვწ.სვ.); – დეკომპენსირებული გულის უკმარისობა. – მაღალი არტერიული წნევის (ავთვისებიანი ჰიპერტენზიის) მქონე დიალიზიან პაციენტებში შემცირებული მოცირკულირე სისხლის (ჰიპოვოლემიის) რაოდენობის გამო სისხლძარღვების გაფართოების (ვაზოდილატაციის) შედეგად მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა. უსაფრთხოების ზომები: ღვიძლის დისფუნქციის შემთხვევაში ნიფედიპინის ექსკრეცია შეიძლება შეყოვნდეს. შესაბამისად თქვენმა ექიმმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს მკურნალობის კურსი და საჭიროების შემთხვევაში შეამციროს დოზა. თუ თქვენმა ექიმმა დაადგინა ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (კარდიოვასკულარული დავადება), მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემცირებული დოზებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები