იცით ნოვინეტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოვინეტის გვერდითი მოვლენებია: ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, სხეულის წონის ცვალებადობა, თრომბოზები, დეპრესიული მდგომარეობა, პიგმენტური ლაქები, საშოს ინფექციები, ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება კონტაქტური ლინზების ცუდი ამტანობა, არტერიული წნევის მომატება, გამონაყარი კანზე, უჩვეულო დაღლილობა, დიარეა. ასეთი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. ქალებში კონტრაცეპტივის გამოყენება ხელს უწყობს გარკვეული დაავადებების განვითარებას, მაგალითად, არტერიული თრომბოემბოლიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. აღნიშნული რისკი იზრდება ასაკთან და თამბაქოს ძლიერ მოხმარებასთან ერთად. ამიტომ რეკომენდებულია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ქალებში 30 წლის ასაკის ზევით. პრეპარატის მკურნალობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა: ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში, პირველად განვითარებული შაკიკისმაგვარი თავის ტკივილები, თავის ძლიერი და ხშირი ტკივილები, მგრძნობელობის დარღვევა (მხედველობის, სმენის,), უჩვეულო ტკივილი ქვემო კიდურებში, მათ შეშუპება, ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულმკერდში ჩასუნთქვისას ან ხველების დროს, ტკივილი გულმკერდში, თრომბოზის განვითარება, სიყვითლე, ქავილი, ეპილეფსიური შეტევების გახშირება, არტერიული წნევის მომატება. ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება იშვიათად იწვევს ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარებას. ძალიან იშვიათად – ავთვისებიანის, რომლებიც ცალკეულ შემთხვევაში იწვევს სისხლდენებს მუცლის ღრუში, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დამოუკიდებლად არ გაივლის. ამიტომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. ! პრეპარატის მოქმედი ნივთიერება გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. ! ჰორმონული კონტრაცეპტივის მიღება დაუშვებელია 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექციური ჰეპატიტის შემდეგ. უკუჩვენება ორსულობა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, მიდრეკილება თრომბოზებისადმი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტონია, სარძევე ჯირკვლის და ენდომეტრიუმის კიბო, მძიმე მიმდინარეობის შაქრიანი დიაბეტი, უცნობი გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, სიყვითლე განვითარებული წინა ორსულობის დროს. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება აღნიშნული და სხვა დაავადებების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები