იცით ნოლპაზას რა უკუჩვენებები აქვს?

ნოლპაზას უკუჩვენებებია: • მომატებული მგრძნობელობა პანტოპრაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; • ნოლპაზა შეიცავს სორბიტოლს, ამიტომ პრეპარატი არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრული აუტანლობის მქონე პირთათვის; • ნევროზული გენეზის დისპეფსია; • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის). სიფრთხილით ინიშნება: ორსულობის, ლაქტაციის პერიოდის, ღვიძლის უკმარისობის, ციანკობალამინის (ვიტამინ B12) დეფიციტის რისკ ფაქტორების, განსაკუთრებით ჰიპო და აქლორჰიდრიის ფონზე. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ორსულობისას და ძუძუთი კვებისას შეიძლება გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის დადებითი ეფექტი აღემატება ნაყოფის და ბავშვის შესაძლო რისკს. დედის რძეში პანტოპრაზოლის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები