იცით ნორმოშპირონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორმოშპირონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები დაკავშირებულია ალდოსტერონით კალიუმის გაძლიერებული გამოყოფის კონკურენტულ ბლოკირებასთან და სპირონოლაქტონის ანტიანდროგენულ ეფექტთან. კანის მხრივ: ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ანულარული ერითემის, კანის მგლურასმაგვარი ცვლილებების, ალოპეციის ერთეული შემთხვევები. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ოსტეომალაცია (ცალკეული შემთხვევა). ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ატაქსია, მომატებული ძილიანობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭის ტკივილი, წყლული, დიარეა, ღებინება, გულისრევა, სისხლდენა კუჭიდან. ღვიძლის მხრივ: ჰეპატიტი (ცალკეული შემთხვევა). წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპერკალიემია (ხშირად განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას), ჰიპონატრიემია, ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხშირად გინეკომასტია, დოზადამოკიდებული ამენორეა, სარძევე ჯირკვლების შეშუპება, მენსტრუაციების შეცვლა, ჰირსუტიზმი, იმპოტენცია, ქალებში ხმის ტემბრის შეცვლა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის არასასურველი დაწევა. სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია ღვიძლის ციროზის ფონზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები