იცით ნორპრესდონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორპრესდონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება იშვიათად ვლინდება: აღინიშნა ნაწლავის მოვლითი სპაზმების ზოგიერთი შემთხვევა, ექსტრაპირამიდული მოვლენები იშვიათად ვლინდება ბავშვებში და მოზრდილებში გამონაკლისს წარმოადგენს; ეს მოვლენები მთლიანად და სპონტანურად შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ვინაიდან ჰიპოფიზს არ გააჩნია ჰემატოენცეფალური ბარიერი, ნორპრესდონს შეუძლია მოახდინოს პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატების ინდუცირება. იშვიათ შემთხვევებში ეს ჰიპერპროლაქტინემია შესაძლოა გამოვლინდეს ნეირო-ენდოკრინული მოვლენებით, როგორიცაა გალაქტორეა და გინეკომასტია.  ჰემატოენცეფალური ბარიერის არასაკმარისად განვითარებისას (მაგალითად ბავშვებში) ან მისი ფუნქციის დარღვევისას შეუძლებელია ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების გამოვლინების შესაძლებლობის მთლიანად გამორიცხვა. აღწერილია იშვიათი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები