იცით ნოქსიბელი 30-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოქსიბელი 30 გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები დაკავშირებული მკურნალობის შეწყვეტასთან: მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული და პრეპარატთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია ძილიანობა და გულისრევა. • 10%-ზე მაღალი სიხშირე საჭმლის მომნელებელი სისტემა: პირის სიმშრალე, მადის ზრდა, ყაბზობა. მეტაბოლური და კვების დარღვევები: წონის მატება. ნერვული სისტემა: ძილიანობა პროცენტული სიხშირე 1-10% მთლიანი სხეული: ასთენია, გრიპის სინდრომი, ზურგის ტკივილი, მუცლის ტკივილი, მწვავე აბდომინური სინდრომი მეტაბოლური და კვების დარღვევები: პერიფერიული ედემა, ედემა, წყურვილი. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ღებინება, ანორექსია. ძვალ-კუნთოვანი სისტემა: მიალგია, მიასთენია, ართრალგია. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპერტენზია, ვაზოდილატაცია ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, ანომალური სიზმრები, ანომალური ფიქრები, ტრემორი, კონფუზია, აპათია, დეპრესია, ჰიპოკინეზია, ვერტიგო, აჟიტირება, კუნთების კრამპები, შფოთვა, ამნეზია, ჰიპერკინეზია, პარესთეზია. სასუნთქი სისტემა: დისპნოე, ხველა, სინუსიტი. შარდ-სასქესო სისტემა: დიზურია, საშარდე ტრაქტის ინფექციები. კანი, თმა და ფრჩხილები: ქავილი, კანის გამონაყარი. • 1%-ზე ნაკლები სიხშირე: მთლიანი სხეული: წყლული, ფოტოსენსიტიურობის რეაქციები, ანთება. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულის ანგინა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია, გულის გაჩერება, წინაგულოვანი არითმია,  ბიგემინიზმი, ფილტვის ემბოლია, ცერებრული იშემია, მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ქოლეცისტიტი, წყლულოვანი სტომატიტი, ნაწლავის ობსტრუქცია, პანკრეატიტი, ღვიძლის ციროზი, გასტრიტი, გასტროენტერიტი. ენდოკრინული სისტემა: ჰიპოთირეოზი. ლიმფური და სისხლის სისტემა: ლეიკოპენია, პეტექიები, ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია. მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: შ-Aშთ მომატება, ნიკრისის ქარი, შ-ALთ მომატება, შაქრიანი დიაბეტი. ძვალ-კუნთოვანი სისტემა: ართრიტი, ტენოსინოვიტი, პათოლოგიური მოტეხილობები, ოსტეოპოროზული მოტეხილობები, მიოზიტი, მყესის გაგლეჯა, ბურსიტი. ნერვული სისტემა: ატაქსია, ცხელება, დელუზიები, დეპერსონალიზაცია, ექსტრაპირამიდალიზმი, ჰალუცინაციები, მანიაკალური რეაქციები, პარანოიდული რეაქციები, აფაზია, სტუპორი, დემენცია, დიპლოპია, წამალდამოკიდებულება, დამბლა, დიდი გულყრები, ფსიქოზური დეპრესია, აბსტინენციის სინდრომი. სასუნთქი სისტემა: ეპისტაქსისი, ასთმა, პნევმონია, ასფიქსია, პნევმოთორაქსი. კანი, თმა  და ფრჩხილები: ექსფოლიაციური დერმატიტი, ჰერპეს ზოსტერი, კანის წყლულები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები