იცით ნო-შპალგინს რა უკუჩვენებები აქვს?

ნო-შპალგინის უკუჩვენებებია: * ნო-შპალგინის მიღება არ არის რეკომენდებული 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის. ნო-შპალგინის მიღება არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში: * თუ ადრე აღინიშნა მაღალი მგრძნობელობის რეაქცია (ალერგია) პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე; * თირკმელების ან ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს; * III-IV ხარისხის გულის უკმარისობის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს; * სუნთქვის უკმარისობის დროს; *მწვავე ბრონქული ასთმის დროს; * თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში გამოიყენებოდა მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაო); * ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს; * ქრონიკული ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს; * თავის ტრავმის, ქალასშიდა წნევის მომატების დროს; * თავის ტკივილებისას, რომლებიც გამოწვეულია სამკურნალწამლო საშუალებების მიღებით (ანალგეტიკების, ერგოტამინის). თუ პაციენტს გააჩნია რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება, ნო-შპალგინის მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები