იცით ოლტარს რა უკუჩვენებები აქვს?

ოლტარის უკუჩვენებებია: ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში: • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მოქმედი ნივთიერების გლიმეპირიდის, სხვა გარკვეული სამკურნალო საშუალებების (სულფანილშარდოვანას ან სულფონამიდების ნაერთები) ან ერთერთი სხვა კომპონენტის მიმართ; • ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1); • გონების დაბინდვა ან დაკარგვა სისხლში შაქრის მნიშვნელოვანი მომატების შედეგად (დიაბეტური პრეკომა და კომა); • დიაბეტით განპირობებული ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მაგალითად, კეტოაციდოზი – მათ შორის ანამნეზში); • თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. დღემდე არ არის პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების გამოყენების საკმარისი გამოცდილება თირკმელების (პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ დიალიზის მეთოდით) ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში; ამიტომ აღნიშნული პაციენტებისათვის რეკომენდებულია ისნულინით მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები