იცით ომესამი კარდიოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომესამი კარდიო გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი თანმიმდევრობით: ხშირი (შემთხვევათა 1-10%); არახშირი (შემთხვევათა 0.1-1%); იშვიათი (შემთხვევათა 0.01-0.1%); ძალიან იშვიათი (0.01%-ზე ნაკლები), მათ შორის ერთეული შემთხვევები. ინფექციური პროცესები: გასტროენტერიტი არახშირად. იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად მომატებული მგრძნობელობა. ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: იშვიათად ჰიპერგლიკემია. ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად თავბრუსხვევა, დისგევზია (გემოს გაუკუღმართება), იშვიათად თავის ტკივილი. სისხლძარღვოვანი დარღვევები: ძალიან იშვიათად არტერიული წნევის დაქვეითება. სუნთქვეის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: ძალიან იშვიათად ცხვირის სიმშრალე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად დისპეფსია, გულისრევა; არახშირად ტკივილი მუცლის არეში, გასტრიტი; ძალიან იშვიათად სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან. ღვიძლის მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: იშვიათად აკნე, ქავილით მიმდინარე გამონაყარი; ძალიან იშვიათად ჭინჭრის ციება. გამოკვლევის პროცესში: ძალიან იშვიათად აღინიშნება სისხლში ლეიკოციტების, ლაქტატდეჰიდროგენაზის მომატება. ერთეული გვერდითი ეფექტების შემთხვევები. ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: გაზრდილი მოთხოვნილება ინსულინზე (სტანდარტული დოზის მომატებუის აუცილებლობა). დარღვევები ღვიძლის მხრივ: “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ვარდისფერი აკნე, გამონაყარი, სიწითლე/ერითემა, ჭინჭრის ციება გულმკერდის, კისრის და მხრების მიდამოში. გამოკვლევის პროცესში აღინიშნა ერთეული შემთხვევები სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატების, მიალგიის, ალტ / ასტ და სხეულის მასის მომატების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები