იცით ომნიტროპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომნიტროპის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ომნიტროპი შესაძლოა იწვევდეს გვერდით მოვლენებს, ამასთან არ არის აუცილებელი ყველას აღმოაჩნდეს გვერდითი მოვლენები. საერთო გვერდითი მოვლენები (თავს იჩენს 1-10 პაციენტში), მათ შორის: ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს ინექციით შეყვანილი ზრდის ჰორმონის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს არ აჩერებს და არ უშლის ხელს ზრდის ჰორმონის მუშაობას. ბავშვებში • დროებითი გაწითლება, ქავილი ან ტკივილი ინექციის ადგილას. ზრდასრულებში • მგრძნობელობის დაკარგვა/ყურებში ხმაური; • გახევება მკლავებსა და ფეხებში, ტკივილი სახსრებში, კუნთებში; • წყლის შეკავება (რაზედაც მიუთითებს შეშუპებული თითები ან კოჭები, დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში მკურნალობის დაწყებისას). ამ სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინონ მკურნალობის დაწყებისას, ამასთან შესაძლოა გაქრნენ სპონტანურად ან დოზის შემცირებისას. მოცემულმაგვერდითმა მოვლენებმა ზრდასრულებში შესაძლოა თავი იჩინონ მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში ამასთან შესაძლოა გაქრნენ სპონტანურად ან დოზის შემცირებისას. უჩვეულო გვერდითი მოვლენები (შესაძლოა თავი იჩინონ 1-ზე ნაკლებ პაციენტთან 100 პაციენტიდან) მოიცავს შემდეგს: ბავშვებში • მგრძნობელობის დაკარგვა/ყურებში ხმაური; • გახევება მკლავებსა და ფეხებში, ტკივილი სახსრებში, კუნთებში; • წყლის შეკავება (რაზედაც მიუთითებს შეშუპებული თითები ან კოჭები, დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში მკურნალობის დაწყებისას). ამ სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინონ მკურნალობის დაწყებისას, ამასთან შესაძლოა გაქრნენ სპონტანურად ან დოზის შემცირებისას. ზრდასრულებში • ტკივილი ან წვის შეგრძნება ხელებსა და იღლიებში (კარპული არხის სინდრომი). იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა თავი იჩინონ 1-ზე ნაკლებ პაციენტთან 1000 პაციენტიდან) მოიცავს შემდეგს: • მე-2 ტიპის შაქრიან დიაბეტს; • გაზრდილ ინტრაკრანიალურ წნევას (რომელიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილი, ვიზუალური პრობლემები ან გულისრევა). ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა თავი იჩინონ 1-ზე ნაკლებ პაციენტთან 10000 პაციენტიდან) მოიცავს შემდეგს: • სისხლის თეთრი უჯრედების სიმსივნე (ლეიკემია). კანი ინექციის ადგილის გარშემო შესაძლოა არაერთგვაროვანი ან ხორკლებიანი გახდეს, მაგრამ ამის თავიდან აცილება შეიძლება, თუკი სხვადასხვა ადგილას გაიკეთებთ ინექციას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულ ხასიათს მიიღებს, ან თუკი შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ჩამონათვალშიგთხოვთ შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები