იცით ორალური უნაზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორალური უნაზინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და ნორმალურად გადაიტანებოდა მკურნალობის გაგრძელებისას. კუჭ-ნაწლაავის ტრაქტის მხრივ – მეტნაკლებად ხშირად გვხვდება დიარეა/არამდგრადი განავალი. აგრეთვე აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრალურ არეში, და ტკივილები/სპაზმები მუცელში. ისევე როგორც ამპიცილინის სხვა კლასის ანტიბიოტიკების მიღებისას, იშვიათ შემთხვევბში ვითარდებოდა ენტრეოკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, გლოსიტი, სტომატიტი, შავი ხაოიანი ენა. კანის მხრივ – არც ისე ხშირად აღინიშნებოდა გამონაყარი და ქავილი, ანგიოედემა, დერმატიტი და ჭინჭრის ციება. იშვიათად – ექსფოლიატური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. სხვადასხვა – იშვიათ შემთხვევებში ვითარდებოდა ძილიანობა, სედაციური მოქმედება, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა და თავის ტკივილი. ზოგადი რეაქციები – ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქტოიდური რეაქციები. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ – თავბრუსხვევა, კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ – ანემია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, თრომოციტოპენიური პურპურა, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეტროპრნია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევა. ღვიძლის მხრივ – ალანინ (ალტ) და ასპარაგინ (ასტ) ამინოტრანფერაზების აქტივობის წარმავალი მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე. საშარდე სისტემის მხრივ – ნეფრიტის იშვიათი შემთხვევები. სასუნთქი სისტემის მხრივ – ქოშინი. ინფექციურ მონონუკლეოზს აქვს ვირუსული წარმოშობა, ამიტომ ამპიცილინის გამოყენება მისი მკურნალობისთვის არ შეიძლება. მონონუკლეოზით დაავადებულთა დიდ ნაწილში, რომლებიც იღებენ ამპიცილინს, აღინიშნება კანზე გამონაყარი. შეიძლება ვივარაუდოთ გვერდითი მოვლენები, რომელბიც დაკავშირებულია ამპიცილინის მიღებასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები