იცით ორგამეტრილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორგამეტრილის გვერდითი მოვლენებია: ორგამეტრილის მიღებისას თერაპიული მიზნით შესაძლებელია ძლიერი სისხლდენა ან ლორწოვან–წებოვანი გამონადენი სასქესო გზებიდან, ლიბიდოს მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონაში მომატება; ზოგჯერ – ნერვოზულობა, დეპრესია, მომატებული ოფლიანობა, ფერისმჭამელა, ჰირსუტიზმი, ქლოაზმა, გამონაყარი, ქავილი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, ლიპოპროტეინების სპექტრის ცვლილება, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სისხლის შედედების უნარის მომატება. ორგამეტრილის მიღებისას პერორალური კონტრაცეფციის მიზნით შესაძლებელია მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი, მენსტრუაციული ციკლის შემოკლება (25 დღემდე) ან ოლიგომენორეა (45 დღეზე მეტი), ღებინება თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, წონაში მომატება, ორგანიზმში სითხის შეკავება, ლიბიდოს დაქვეითება, არტერიული ჰიპერტენზია, აკნე, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, პიგმენტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები