იცით ორნაკლინის ვაგინალური სანთლებს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორნაკლინის ვაგინალური სანთლების გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა პრეპარატის მსგავსად, ორნაკლინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. აცნობეთ ექიმს თუ: • გაგივითარდათ მწვავე, უწყვეტი ან სისხლიანი ფაღარათი (რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კუჭის ტკივილთან, ან ცხელებასთან). ეს არის იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც ვლინდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ და შეიძლება მიანიშნებდეს ნაწლავთა მწვავე ანთებაზე. • გაქვთ ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციები, ან რეაქციები კანის მხრივ. ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები. ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში) • ვაგინალური სოკოვანი ინფექციები • დარღვევები ვაგინალური, ან გენიტალური სისტემის მხრივ • ვაგინალური ტკივილი იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში) • კუჭის სპაზმი, კუჭის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება • ტკივილი გამოყენების ადგილას, ადგილობრივი შეშუპება • ტკივილი შარდვის დროს, საშარდე გზების ინფექციები • ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი • სოკოვანი ინფექციები • პერიოდების დარღვევა, ვაგინალური  გამონადენი • ქავილი, გამონაყარი ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10,000-დან 1 პაციენტში) • ვაგინიტის, ცერვიციტის, ან საშოს შესასვლელის გარშემო  გაღიზიანება, სისხლშილეიკოციტებისან  თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, მცირედ   დაქვეითების შემთხვევაში შეიძლება არ გამოვლინდეს სიმპტომები. რაც უფრო მეტად ქვეითდება ლეიკოციტების  რაოდენობა, მით მაღალია დაინფიცირების შანსი. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას და ცხელებას. რაც უფრო ძლიერია თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, მით მეტია სისხლდენების და სისხლჩაქცევების განვითარების ალბათობა. • კანის, ან თვალის სკლერების გაყვითლება • სერიოზული ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, ან თავბრუსხვევა. •ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკებით, ან მათ გარეშე და კანის აქერცვლა. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან თუ შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები