იცით ოსტემაქს 70 კომფორტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოსტემაქს 70 კომფორტის გვერდითი მოვლენებია: ოსტემაქს 70 კომფორტის მიღებისას პაციენტების უმრავლესობას გვერდითი ეფექტები არ აღენიშნებათ. მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში ოსტემაქს 70 კომფორტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება . გვერდითი ეფქეტები ძირითადად სუსტად გამოხატულია, მაგრამ ზოგიერთი პაციენტს შეიძლება აღენიშნოს: საჭმლის მონელების დარღვევა, რასაც შეიძლება ჰქონდეს მძიმე ხასიათი. აქ იგულისხმება საყლაპავის გაღიზიანება ან დაწყლულება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში, გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება  და ტკივილი/ან შეხორცების წარმოქმნა, რომლებიც განაპირობებენ საყლაპავის შევიწროებას. ასეთი რეაქციები შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ტაბლეტს გადაყლაპავს ერთ ჭიქაზე ნაკლები წყლით, დაწვება მიღებიდან 30 წუთზე ადრე, ან საკვების პირველი მიღების შემდეგ. საყლაპავზე არასასურველი ზემოქმედება შეიძლება გაძლიერდეს თუ პაციენტი აგრძელებს ოსტემაქს 70 კომფორტის მიღებას საყლაპავის გაღიზიანების სიმპტომების განვითარების შემდეგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა გვერდითი ეფექტები: კუჭის ტკივილი, დისპეფსია (დისკომფორტი, ჭამის შემდეგ), ყაბზობა, ყლაპვის გაძნელება, მეტეორიზმი, სიმძიმე მუცლის არეში ან მუცლის შებერვა, გულისრევა და პირღებინება, ასევე შავი ან სისხლნარევი განავალი. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ტკივილი ძვლებში, კუნთებში და სახსრებში (იშვიათად გრიპის და ცხელების დამახასიათებელი სიმპტომები), თავის ტკივილი და იშვიათად ჭინჭრის ციება (იშვიათად მწვავდება სინათლის მოქმედებით), ქავილი, თვალების ტკივილი, დაბინდული მხედველობა, ან მხედველობის არეში შავი მოცურავე სხეულები. ცალკეულ შემთხვევებში ვითარდება კანის მძიმე რეაქციები. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება და იშვითად სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ყლაპვის და სუნთქის შესაძლო გაძნელებით. იშვიათად შეიძლება განვითარდეს კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, მათ შორის მძიმე ფორმით (სისხლდენით გართულებული). არის თუ არა ოსტემაქს 70 კომფორტი ასეთი რეაქციების მიზეზი უცნობია. ტაბლეტების დაღეჭვის და მოწუწვნის შემთხვევაში, თუ პაციენტმა შეამჩნია რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის განხილული ამ ინსტრუქციაში, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. კარგი იქნება, თუ პაციენტი ჩაინიშნავს რეაქციებს მათი განვითარების დასაწყისში, ასევე მათ ხანგრძლივობას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები