იცით ოფთაქვიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფთაქვიქსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები შეიძლება პაციენტების დაახლოებით 10%-ში გამოვლინდეს. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქი ან ზომიერი ფორმით გამოვლინდებიან, შექცევად ხასიათს ატარებენ და ძირითადად თვალის სიმპტომებით შემოიფარგლებიან. ვინაიდან მოცემული სამკურნალო საშუალება ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავს, ამ კომპონენტმა, ისევე როგორც აქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება კონტაქტური დერმატიტი, თვალის გაღიზიანება ან ორივე ერთად გამოიწვიოს. ხშირი გვერდითი მოვლენები (პაციენტების 1 – 10%): თვალის წვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და ლორწოს გაჩენა ძაფების სახით. იშვიათი გვერდითი მოვლენები (პაციენტების 0,1 – 1%): ქუთუთოების აქერცვლა, ქემოზი, კონიუნქტივის პაპილარული რეაქცია, ქუთუთოების შეშუპება, არასასიამოვნო შეგრძნებები თვალში, ქავილი თვალში, ტკივილი თვალში, კონიუნქტივის ჰიპერემია, კონიუნქტივაზე ფოლიკულების გაჩენა, მშრალი თვალის სინდრომი, ქუთუთოების ერითემა, გაღიზიანება, კონტაქტური დერმატიტი, სინათლის შიში და ალერგიული რეაქციები. კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი სხვა გვრდითი მოვლენები მოიცავენ თავის ტკივილსა და რინიტს. კლინიკურ კვლევებში რქოვანაზე პრეციპიტატები არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები