იცით პავულონი 4-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პავულონი 4-ის გვერდითი მოვლენებია: : გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შედარებით ხშირად – არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია; იშვიათად – ჰიპოტენზია; სიხშირე არ არის ცნობილი – არითმია (მათ შორის, ბრადიკარდია), ავთვისებიანი ჰიპერტონული კრიზი. ალერგიული რეაქციები: შედარებით ხშირად – კანის ქავილი, კანზე გამონაყარი; იშვიათად – ბრონქოსპაზმი, შეშუპება, ერითემა; სიხშირე არ არის ცნობილი – ჭინჭრის ციება, ლარინგოსპაზმი. ადგილობრივი რეაციები: შეყვანის ადგილის ჰიპერემია და მტკივნეულობა. სხვა: შედარებით ხშირად – ნერწყვდენა; სიხშირე არ არის ცნობილი – თვალშიგა წნევის მომატება, მიოგლობინემია და მიოგლობინურია, გამოწვეული რაბდომიოლიზით (განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები