იცით პარკინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პარკინის გვერდითი მოვლენებია: პარკინის მიღებისას, პლაცებოსთან შედარებით, ხშირად აღინიშნა შემდეგი არასასურევლი ეფექტები: თავბრუსხვევა, ყაბზობა, სომნოლენცია, ჰალუცინაცია, გონების დაბინდვა და თავბრუსხვევა.  პარკინსონის დაავადების ადრეული სტადია: დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი ყველაზე ხშირი არასასურევლი ეფექტები არის სომნოლენცია, ყაბზობა, ასთენია, ჰალუცინაციები, გულისრევა, თავბრუსხვევა და ინსომნია.  პარკინსონის დაავადების შორსწასული ფორმა: შორსწასულ სტადიებზე მკურნალობის არასასურევლი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა ლევოდოფასთან ერთად კომბინაციური მკურნალობისას, არის დისკინეზია, ჰალუცინაციები, ორთოსტატული ჰიპოტენზია და ინსომნია.  აღნიშნული არასასურველი მოვლენები  მცირდება მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად; ხოლო კონსტიპაცია, გულისრევა და დისკინეზია შეიძლება გაქრეს.  პარკინის გამოყენებისას განვითარებული ჰიპოტენზიური ეპიზოდების შემთხვევათა რაოდენობა არ აღემატება პლაცებოთი მკურნალობისას გამოვლენილ შემთხვევებს. თუმცა ზოგიერთ პაციენტში ჰიპოტენზია შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დასაწყისში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარკინის ტაბლეტების ტიტრაცია სწრაფად ხდება.  პრამიპექსოლით მკურნალობისას პაციენტებს სწრაფად ეძინებათ ყოველდღიური აქტივობების დროს. ზოგიერთი ეს მოვლენა გამოვლინდა ავტომობილის მართვისას და ზოგიერთი მათგანი დამთავრდა ინციდენტით. ზოგი პაციენტი კი საერთოდ არ აღინიშნავს სომნოლენციის მსგავს ნიშანს. ძილის ფიზიოლოგიის გამოკვევების მიხედვით სომნოლენცია ხშირია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრამიპექსოლს 1.5 მგ (მარილის ფორმის) დღიური დოზით და ყოველთვის ვლინდება ღრმად ჩაძინებამდე.  არ არსებობს კონკრეტული კავშირი მკურნალობის ხანგრძლივობასა და არასასურველ ეფექტებს შორის. ზოგიერთი პაციენტი ასევე იღებდა სხვა პრეპარატებსაც, რომლებსაც ჰქონდათ პოტენციური სედაციური ეფექტი. დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა პაციენტების უმრავლესობაში იწვევდა არასასურველი ეფექტების შემცირებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები