იცით პერინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პერინის გვერდითი მოვლენებია:   პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. იშვიათად მოსალოდნელია: კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ჰეპატოტოქსიკურობა, ნეფროტოქსიკურობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ალერგიული რეაქციები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, ბრონქოსპაზმი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება: თავბრუ, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, ყურებში შუილი, თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითება, ჰიპოკოაგულაცია, ჰემორაგიული სინდრომი (სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან, პურპურა და სხვ.), თირკმლების დაზიანება, სმენის დაქვეითება, რეიეს სინდრომი ბავშვებში (ჰიპერპირექსია, მეტაბოლური აციდოზი, დარღვევები ნერვული სისტემის და ფსიქიკის მხრივ, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები). იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. უკუჩვენება: – ჰიპერმგრძნობელობა; – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში); – “ასპირინული” ასთმა; – ჰემოფილია; – ჰემორაგიული დიათეზი; – ორსულობა (I და III ტრიმესტრი); – ლაქტაციის პერიოდი; – გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი; – გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია; – გულის იშემიური დაავადება მძიმე მიმდინარეობით; – გლაუკომა; – მომატებული აგზნებადობა; – ძილის დარღვევა; – ქირურგიული ჩარევა, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა; – ბავშვთა ასაკი 15 წლამდე (ბავშვებში მაღალია რეიეს სინდრომის განვითარების რისკი  ჰიპერთერმიით მიმდინარე ვირუსული დაავადებების ფონზე).  

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები