იცით პერუფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პერუფენის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა მედიკამენტის მსგავსად, პერუფენსაც შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში. იბუპროფენის გვერდითი მოვლენები: სხვა ასას-ის მსგავსია: ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია გასტრო-ინტესტინური გართულებები.  აღნიშნული მედიკამენტების მიღების ფონზე აღინიშნა: გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, ღებინება, სისხლიანი ღებინება, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, მელენა (სისხლიანი განავალი), აფთოზური სტომატიტი, გასტრო-ინტესტინური სისხლდენა, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება. იმუნური დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს არასპეციფიკური ალერგიული რეაქცია ან ანაფიალაქსია; რესპირატორული ტრაქტის რეაქტიულობის მატების (ასთმის ჩათვლით), ასთმის გაუარესების, ბრონქოსპაზმის ან დისპნოეს, კანის დაავადებების (სხვადასხვა სახის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება და ძალიან იშვიათად ბულოზური დერმატიტი (სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მულტიფორმული ერითემა)) სახით. გასტრო-ინტესტინური დარღვევები იშვიათად – გასტრიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული. იბუპროფენის ფონზე გასტრო-ინტესტინური პერფორაცია იშვიათია. ძალიან იშვიათად აღწერილ იქნა პანკრეატიტის შემთხვევები. პეპტიური წყლულები და პოტენციურად საშიში გასტრო-ინტესტინური სისხლდენა ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში იქნა აღწერილი. იბუპროფენის ორალურმა სუსპენზიამ შეიძლება გამოიწვიოს პირისა და ყელის წვის გარდამავალი შეგრძნება. ზოგადი დარღვევები აღწერილ იქნა იბუპროფენის მიღებასთან დაკავშირებული შეშუპება და დაღლილობის შეგრძნება. კარდიო-ვასკულარული და ცერებრო-ვასკულარული დარღვევები აღწერილ იქნა ასას-თან ასოცირებული შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.  კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემები მოწმობს, რომ იბუპროფენის გამოყენება მაღალი დოზებით (2400 მგ დღეში) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ასოცირდებოდა თრომბოზული გართულებების განვითარების რისკის მატებასთან (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი) (იხ. სიფრთხილის ზომები).  პერუფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება შესაძლოა ასოცირდებოდეს სტენოკარდიული შეტევების (მიოკარდიუმის ინფარქტი) და ინსულტის რისკის მცირე მატებასთან. ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით – ძალიან იშვიათია. სხვა, ძალიან იშვიათი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირების დაქვეითებით: ინფექციები: რინიტი და ასეპტიური მენინგიტი. სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი და ჰემოლიზური ანემია. ფსიქიკური დარღვევები: უძილობა, აგზნება, დეპრესია და გონების დაბინდვა. ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა და ოპტიკური ნევრიტი. მხედველობის სისტემის დარღვევები: მხედველობის დარღვევა და ტოქსიკური ოპტიკური ნეიროპათია. სმენისა და ლაბირინთული სისტემის დარღვევები: სმენის დაქვეითება, ვერტიგო (თავბრუსხვევა) და ხმაური ყურებში. კანი და კანქვეშა ქსოვილები: ფოტოსენსიბილიზაცია. საშარდე სისტემის დარღვევები: ნეფროტოქსიკურობა, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლის უკმარისობა. გვერდითი მოვლენები: ს განვითარების ან ისეთი გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები