იცით პეფსალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პეფსალის გვერდითი მოვლენებია: ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად – პირის ღრუს და საყლაპავის კან-დიდოზი, პნევმონია (ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში). იმუნური სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების კანისმიერი გამოვლინებები, ქოშინი, იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქციები. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ზოგჯერ – კატარაქტა, იშვიათად – გლაუკომა.  ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ზოგჯერ – ჰიპერგლიკემია; ძალზე იშვიათად – ჰიპოკალიემია.  ფსიქიკის დარღვევები: ზოგჯერ – შფოთვა, ძილის დარღვევები; იშვიათად – ქცევის ცვლილებები, მათ შორის, ჰიპერაქტივობა და გაღიზიანებადობა (განსაკუთრებით ბავშვებში).   ნერვული სისტემის მხრივ: ძალზე ხშირად – თავის ტკივილი; ზოგჯერ – ტრემორი. გულის მხრივ: ზოგჯერ – გულისცემის გახშირება, ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრი-ლაცია. იშვიათად – არითმია, მათ შორის, პარკუჭების ექსტრასისტოლია, პარკუჭზედა ტაქიკარდია და ექსტრასისტოლია.  სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხშირად – ხმის ჩახლეჩვა და/ან დისფონია; ზოგჯერ – ხახის გაღიზიანება. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ზოგჯერ – სისხლჩაქცევები.  ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ხშირად – კუნთების სპაზმი, ართრალგია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები