იცით პრესტარიუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრესტარიუმის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება ისევე როგორც სხვა ნებისმიერმა სამკურნალო პრეპარატმა, პრესტარიუმმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , მაგრამ არა ყველა პაციენტში.  შეწყვიტეთ ამ სამედიცინო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ თქვენ აგეღნიშნებათ შემდეგი მდგომარეობიდან ერთ-ერთი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული: • სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიოშეშუპერბა) (იხ. განყოფილება 2,,იყავით განსაკუთრებით ფრთხილად შემდეგ შემთხვევებში”) (არაგავრცელებული, ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),  • ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით (გავრცელებული – ვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში), • უჩვეულოდ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში ან გულის შეტევა (ძალიან იშვიათი – ვიტარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),  • სისუსტე ხელებში ან ფეხებში, პრობლემები მეტყეველების დროს, რაც შეიძლება იყოს ინსულტის ნიშანი (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში), • უეცარი მსტვენავი სუნთქვა, ტკივილი გულმკერის არეში, ქოშინი ან გაძნელებული სუნთქვა (ბრონქოსპაზმი) (არაგავრცელებული – ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),  • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის არეში სერიოზული ტკივილი, რომელსაც ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში) • კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში), • კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე და ფეხებზე წითელი ქავანა ლაქების გაჩენით (მულტიფორმული ერითემა) (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში).  თუ თქვენ აღნიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს მიმამრთეთ თქვენს ექიმს: გავრცელებული (ვითარდება 10 პაციენტიდან 1 ნაკლებში): – თავის ტკივილი, – თავბრუსხვევა, – ვერტიგო,  – კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება,  – მხედველობის დარღვევა,  – ტინიტუსი (შუილი ყურებში),  – ხველა – ქოშინი (დისპნოე), – დარღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების დარღვევა, დისპეფსია ან საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა), – ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი), – კუნთების კრამპები, – სისუსტის შეგრძნება.  არაგავრცელებული (ვითარდება 100 პაციენტიდან 1 ნაკლებში): – ცვალებადი განწყობა, – ძილის დარღვევა, – პირის სიმშრალე, – ძლიერი ქავილი ან კანის უხვი გამონაყარი, – კანზე კეროვანი ბუშტუკების გაჩენა, – თირკმლის ფუნქციის დარღვევა, – იმპოტენცია – ოფლიანობა, – ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედები) შემცველობის მომატება, – ძილიანობა, – გონების დაკარგვა, – გულისცემის გახშირება, – ტაქიკარდია, – ვასკულიტი (სისხლძარვების ანთება), – სინათლის მიმართ მგრძნობელობის რეაქციები (მზეზე კანის მომატებული მგრძნობელობა) – ართრალგია (ტკივილი სახსრებში), – მიალგია (ტკივილი კუნთებში), – ტკივილი გულმკერდში, – დისკომფორტის შეგრძნება, – პერიფერიული შეშუპება, – ტემპერატურა, – დაცემა, – ლაბორატორიული პარამეტრების შეცვლა: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელის მცირდება თერაპიის შეწყვეტისას, ნატრიუმის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) პაციენტებში დიაბეტით, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატებული დონე.   იშვიათი (ვითარდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): – ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე.   ძალიან იშვიათი (ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): – ცნობიერების აღრევა, – ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), – რინიტი (გაგუდული ცხვირი ან ცხვირიდან გამონადენი), –  თირკმლის მწვავე უკმარისობა, – სისხლის შემადგენლობის დარღვევა, ისეთი, როგორიც არის ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დონის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.    გვერდითი მოვლენები: ს შეტყობინება თუ თქვენ აღგენიშნებათ გვერდითი მოვლენები: , მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე ეხება ისეთი გვერდითი მოვლენები: ს განვითარებას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენები: ს შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას.   

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები