იცით პრილამიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრილამიდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელი გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა წამალი, პრილამიდს შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს გამოწვევა, თუნდაც ისინი ყველა პაციენტში არ ვითარდება. დაუყოვლებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ შეამჩნიეთ სერიოზული ალერგიული რეაქციის ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, როგორც წესი, სტაციონარში: • სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის, თვალების და ყელის შეშუპებულობა; • სუნთქვის გაძნელება; • ძლიერი თავბრუსხვევა ან სისუსტე; • ბუშტულების წარმოქმნა კანზე, პირში, თვალების გარშემო და შორისის მიდამოებში. ასევე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდათ: • უჩვეულოდ ხშირი ან არათანაბარი გულისცემა; • ტკივილი მკერდის არეში. სხვა გვერდითი მოვლენები: ხშირი (100 ადამიანიდან 1-10-ში): • შეკრულობა; • სიმშრალე პირში; • გულისრევა; • ღებინება; • კუჭში უსიამოვნო შეგრძნებები საკვების მიღების შემდეგ (დისპეპსია); • ტკივილი მუცლის არეში; • ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; • ანორექსია; • ფაღარათი; • გემოს დარღვევები; • მშრალი ხველა; • სუნთქვის გაძნელება; • მხედველობის დარღვევები; • ყურებში შუილი ან ზანზარი; • კუნთოვანი კრუნჩხვები; • სისუსტე (ასტენია); • დაბალი არტერიალური წნევა და მასთან დაკავშირებული თავბრუსხვევა, სისუსტე ადგომისას; • თავის ტკივილი; • თავბრუსხვევა; • ჩხვლეტა, ქავილი ან წიწკნა ხილული მიზეზების გარეშე (პარესთეზია); • ბრუნვის შეგრძენება (ვესტიბულარული თავბრუსხვევა); • კანის რეაქციები (გამონაყარი, კანის ზედაპირიდან მკვეთრად ამაღლებული გამონაყარი, ქავილი); • სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება. არახშირი (1000 ადამიანიდან 1-10-ში): • ჰემორაგიული გამონაყარი კანზე (პურპურა); • გამონაყარი ქავილით კანზე (ჭინჭრის ცხელება); • განწყობისდა/ან ძილის დარღვევები; • სუნთქვის გაძნელება, რომელსაც თან ახლავს ხიხინი ან ხველა (ბრონქოსპაზმი); • სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის, თვალების ან ყელის შეშუპება; • თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა); • იმპოტენცია; • ოფლიანობა. შეასაძლებელია სისტემური წითელი მგლურის მიმდინარეობის გაუარესება (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები). იშვიათი (10000 ადამიანიდან 1-10-ში): • სისხლის პლაზმაში კალციუმის დონის მომატება; • ნაწლავების ანგიონევროტული შეშუპება (ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი მუცლის არეში, რომელსაც თან ახლავს გულისრევის ან ღებინების არსებობა ან არარსებობა). ძალიან იშვიათი (10000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში): • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი); • თრომბოციტების რიცხვის შემცირება; • ლეიკოციტების (ნეიტროფილების) რიცხვის შემცირება, რაც იწვევს ინფექციების მიმართ მიდრეკილებას; • ერითროციტების რიცხვის შემცირება და ამასთან დაკავშირებით კანის სიმკრთალე, სისუსტე და ქოშინი (ანემია გადანერგილი თირკმლის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, აპლასტიკური ანემია, ჰემოლიტიკური ანემია); • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი); • მწვავე თირკმლის უკმარისობა (თირკმელების ფუნქციის დარღვევა შარდგამოყოფის გამოხატული შემცირებით); • ეოზინოფილური პნევმონია; • ცხვირის გაჭედილობა ან სურდო; • გულის მუშაობის დარღვევები (ნელი, უჩვეულოდ ჩქარი ან არათანაბარი გულის რითმი, გულის შეტევა და მიოკარდიუმის ინფარქტი); • კანის მძიმე რეაქციები (გამონაყარი, კანის შეწითლება, ბებერები ტუჩებზე, თვალებზე ან პირში, კანის  ქერცვლა, რასაც შეიძლება თან ახლდეს სიცხე); • კანის მომატებული მგძნობელობა მზის მიმართ; • არეული ცნობიერება. სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია სიხშირის დადგენა): • ღვიძლის უკმარისობის არსებობისას შესაძლებელია თავის ტვინის მუშაობის დარღვევები (პიროვნების შეცვლა, არეული ცნობიერება, სტუპორი, კანკალი, კონვულსიები, ცნობიერების დარღვევები); • ცვლილებები სისხლის ანალიზებში (შარდმჟავას და გლუკოზის შემცველობის მომატება სისხლში მკურნალობის დროს, შარდოვანას და კრეატინინის დონის მცირე მომატება სისხლის პლაზმაში, რომელიც შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ყველაზე ხშირად მოცემული მოვლენები აღინიშნება თირკმლის არტერიის სტენოზისას, არტერიალური ჰიპერტენზიის დიურეტიკებით მკურნალობისას, თირკმლის უკმარისობისას. ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, კალიუმის დონის შემცირება, რომელიც უმეტესად გამოხატულია ზოგიერთ რისკის ჯგუფებში, კალიუმის დონის მომატება, ჩვეულებრივ გარდამავალი, ნატრიუმის დონის შემცირება სისხლის შემცირებულ მოცულობასთან კომბინაციაში, რომელიც იწვევს გაუწყლოებას და წნევის დაწევას ადგომისას); • QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე • გულის წასვლა; • „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო). თუ თქვენ გაგიჩნდათ გვერდითი მოვლენები: , რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები