იცით პრონორანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრონორანის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, თუმცა არა ყველა პაციენტში, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები:გავრცელებული: უვითარდებოდა 100-დან 1 პაციენტზე მეტს, მაგრამ 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს; იშვიათი: უვითარდებოდა 10000-დან 1 პაციენტზე მეტს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს; ძალიან იშვიათი: უვითარდებოდა 10000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს. აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:გავრცელებული გვერდითი ეფექტები:• უმნიშვნელო დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, როგორიც არის გულისრევა, ღებინება მეტეორიზმი. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიც არის ცნობიერების აღრევა, ჰალუცინაციები, აგზნება ან თავბრუსხვევა, რაც გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები:• დარღვევები სისხლლძარღვების მხრივ, როგორიც არის არტერიული წნევის შემცირება (ჰიპოტენზია), თავბრუსხვევა სხეულის მდგომარეობის მკვეთრი შეცვლისას მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ფეხზე მდგომში გადასვლისას, სინკოპეთი ან სისუსტით ან არასტაბილური არტერიული წნევით (ორთოსტატიული ჰიპოტენზია). ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:• დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიც არის გადაჭრბებული ძილიანობა დღის განმავლობაში ან მოულოდნელი ჩაძინება. თქვენ შეიძლება განგივითარდეთ შემდეგი გვერდითი ეფექტები • ისეთი ქმედების შესრულების იმპულსური სურვილის ან ცდუნების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა, რომელმაც შეიძლება მოგიტანოთ ზიანი თქვენ ან სხვა ადამიანებს. მათ მიეკუთვნება: • აზარტული თამაშების მიმართ იმპულსური პათოლოგიური მიდრეკილება პირადი ან ოჯახური სერიოზული პრობლემების მიუხედავად, სექსუალური ინტერესების ცვლილება ან გაძლიერება, რომელიც იწვევს თქვენს ან სხვა პირების შეშფოთებას. მაგალითად, ლიბიდოს გაძლიერება; • საყიდლების შეძენის ან ფულის ხარჯვის არაკონტროლირებადი მომატებული მოთხოვნილება; • გადაძღომა (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე პერიოდში) ან კომპულსიური გადაძღომა (შიმშილის შეგრძნების დასაკმაყოფილებელ რაოდენობაზე მეტი საკვების მიღება); • ფსიქიატრიული დარღვევები (დელუზიები, ბოდვა, ჰალუცინაციები: ვიზუალური, სმენითი, შერეული); • ფეხების, ტერფების ან თითების შეშუპება; • დისკინეზია. აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ შეამჩნევთ მსგავს სიმპტომებს. შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე თუ თქვენ გაგინვითარდათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მიეკუთვნება ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო პრეპარატზე უსაფრთხოების ინფორმაციის შეგროვებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები