იცით პროპოფოლი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროპოფოლი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია, როგორც წესი ხდება მსუბუქად, აღგზნების მინიმალური გამოვლინებით. ანესთეზიის ინდუქციის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია და გარდამავალი აპნოე. ჰიპოტენზიის კუპირება შესაძლებელია ინტრავენური სითხეების გამოყენებისას და პროპოფოლის შეყვანის სიჩქარის შემცირებით. ინდუქციის, შენარჩუნების და გამოფხიზლების დროს სხვა სახის გვერდითი მოვლენები: არახშირად ვითარდება. იშვიათად შეინიშნებოდა კრუნჩხვები და ოპისტოტონუსი იშვიათად შეინიშნებოდა. ადგილი ჰქონდა ფილტვის შეშუპების შემთხვევებს. გამოფხიზლების ფაზაში, გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი ვითარდებოდა მხოლოდ მცირე რაოდენობის პაციენტებში. იშვიათად, შარდის გაუფერულება შეინიშნებოდა პროპოფოლის ინექციის ხანგრძლივი გამოყენებისას. ძალიან იშვიათად, შეინიშნებოდა ანაფილაქსიის კლინიკური ნიშნები, რაც მოიცავს ბრონქოსპაზმს, ერითემას და ჰიპოტენზიას. ადგილი ჰქონდა პოსტოპერაციულ ცხელებას. სხვა საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, შესაძლებელია ლიბიდოს მატება. ადგილობრივი ინდუქციის ფაზის განმავლობაში შესაძლებელია ადგილობრივი ტკივილი, რომლის შემცირება შესაძლებელია მკლავის და იდაყვის წინა ფოსოს დიდი ვენების  გამოყენებით. ადგილობრივი ტკივილის შემცირება შესაძლებელია ასევე ლიდოკაინთან ერთად გამოყენებით (იხ. დოზირება და მიღების წესი).  თრომბოზი და ფლებიტი იშვიათია. შემთხვევითმა  ექსტრავაზაციამ და ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოვლინა ქსოვილების მინიმალური რეაქცია. ცხოველებში ინტრაარტერიულ ინექციას  არ გამოუწვევია ადგილობრივ ქსოვილებზე ზემოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები