პროტონის გვერდითი მოვლენებია: რა არასასურველი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს პროტონი 20მგ-მ? ორალურად მიღებული ომეპრაზოლი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. არასასურველი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი და შექცევადია. აღწერილი გვერდითი ეფექტები მოიცავს შემდეგს: გასტროინტესტინური დარღვევები: ხშირი (10-1%): დიარეა, ყაბზობა, შებერილობა (შესაძლოა მუცლის ტკივილით), გულსირევა და ღებინება. ამ შემთხვევების უმრავლესობისას სიმპტომები უმჯობესდება და თერაპია გრძელდება. იშვიათი (0.1-0.01%): ენის მუქი ყავისფერი ან შავი შეფერილობა აღნიშნულია კლარიტრომიცინთან ერთად მიღებისას, აღწერილია კეთილთვისებიანი გლანდულარული ცისტები, ორივე მოვლენა შექცევადი იყო მკურნალობის დასრულებისას. ძალიან იშვაითი (<0.01%): Pპირის სიმშრალე, სტომატიტი, კანდიდოზი ან პანკრეატიტი. ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: არახშირი (1%-0.1%): ღვიძლის ენზიმების დონის ცვლილება (რომელიც მოიხსნა მკურნალობსი შეწყვეტის შემდეგ). ძალიან იშვიათი (<0.01%): ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე, ღვიძლის უკმარისობა და ენცეფალოპათია პაციენტებში ადრე არსებული ჰეპატოპათიით. სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: იშვიათი (0.1-0.01%): ჰიპოქრომია, მიკროციტური ანემია ბავშვებში. ძალიან იშვიათი (0.01%): სისხლის რაოდენობის ცვლილება, შექცევადი თრომბოციტოპენია, მულტიფორმული ერითემა ან ფოტოსენსიტიურობა, ოფლიანობის მომატების ტენდენცია. ძალიან იშვაითი (<0.01%): სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ძვალ-კუნთოვანი დარღვევები: იშვიათი (0.1-0.01%): კუნთების სისუსტე, მიალგია და სახსრების ტკივილი. თირკმლის დარღვევები: ძალიან იშვაითი ((0.01%): ნეფრიტი (ინტერსტიციალური ნეფრიტი). ნერვული სისტემის დარღვეები: ხშირი (1-10%): ძილიანობა, ძილის დარღვევები (უძილპობა), ვერტიგო ან ცეფალეა. ეს გართულებები ძირითადად უმჯობესდება მკურნალობის განმავლობაში. იშვიათი (0.1-0.01%): პარესთეზია და მსუბუქი თავის ტკივილი, მენტალური კონფუზია დაჰალუცინაციები, ძირითადა მწვავედ დაავადებულ ან ხანდაზმულ ინდივიდებში. ძალიან იშვიათი (<0.01%): აჟიტირება და დეპრესიული რეაქცია, განსაკუთრებით მწვავედ დაავადებულ ინდივიდებში ან ხანდაზმულ პაციენტებში. გრძნობათა ორგანოების დარღვეები: არახშირი (1-0.1%): მხედველობის დარღვეები (მხედველობისდ აბინდვა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება ან მხედველობის ველის შემცირება) და სმენის დისფუნქცია (მაგ. ტინიტუსი). ეს მოვლენები ძირითადად ქრება თერაპიის მოხსნის შემთხვევაში. მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: ძალიან იშვიათი (0.01%): ურტიკარია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ანგიოედემა, ბრონქოკონსრიქცია ან ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული ვასკულიტი ან ცხელება. სხვა გვერდითი მოვლენები: არახშირი (1-0.1%): პერიფერიული შეშუპება (რომელიც მოიხსნა თერაპიის შეწყვეტის შემდეგ). ძალიან იშვაითი (<0.01%): ჰიპონატრიემია, გინეკომასტია.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები