იცით რაზალექტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაზალექტის გვერდითი მოვლენებია: რა არის რაზალექტის შესაძლო გვერდითი ეფექტები პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:   ძალიან ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე მეტ პაციენტში): • პათოლოგიური მოძრაობები (დისკინეზია) • თავის ტკივილი  ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში): • მუცლის ტკივილი • უნებლიე დაცემა • ალერგიული რეაქციები • ცხელება • გაციება • ზოგადი სისუსტე • კისრის ტკივილი • გულმკერდის ტკივილი (სტენოკარდია) • ორთოსტატიული ჰიპოტენზია • მადის დაკარგვა • ყაბზობა • პირის სიმშრალე • გულისრევა და ღებინება • მეტეორიზმი • ლეიკოპენია • ართრალგია • ჩონჩხკუნთოვანი ტკივილები • ართრიტები • ხელებში დაბუჟების შეგრძნება და კუნთების სისუსტე  • წონაში კლება • პათოლოგიური სიზმრები • ბალანსის დარღვევა • დეპრესია • თავბრუხვევა • დისტონია • რინიტი • დერმატიტი • გამონაყარი • კონიუნქტივიტი • შარდის შეუკავებლობა   არახშირი (გამოვლინდა 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში): • გამონაყარი კანზე (ვეზიკულო-ბულოზური გამონაყარი)  კლინიკური და ობსერვაციული კვლევების მასალებიდან ირკვევა, რომ პარკინსონის დაავადება, (და არა მისი სამკურნალო რომელიმე საშუალება) ასოცირებულია კანის კიბოს (არა მხოლოდ მელანომის) განვითარების რისკთან. შესაბამისად, თუ შენიშნეთ საეჭვო ცვლილებებს კანზე, რომელიც მანამდე არ აგეღნიშნებოდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.  ზოგადად, პარკინსონის დაავადება ასოცირებულია ჰალუცინაციებთან და ცნობიერების აშლილობის სიმპტომებთან. პოსტმარკეტინგულ კვლევებში ეს სიმპტომები დაფიქსირდა რაზალექტით ნამკურნალევ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში.  თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები