იცით რანიტიდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რანიტიდინის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, აბდომინალური ტკივილები; იშვითად – ჰეპატიტი (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური, შერეული), მწვავე პანკრეატიტი. სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ძვლის ტვინის ჰიპო და აპლაზია, იმუნური ჰემოლიზური ანემია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, ვასკულიტი, არითმია, ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა. ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ემოციური ლაბილობა, შფოთვა, პანიკა, დეპრესია, ჰიპერთერმია; იშვიათად-ცნობიერების დაბინდვა, ხმაური ყურებში, გაღიზიანება, ჰალუცინაციები (ძირითადად ხანდაზმულებსა და მძიმე პაციენტებში), სპონტანური მოძრაობები. გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის აღქმის არასიმკვეთრე, აკომოდაციის დამბლა. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ართრალგია, მიალგია. ენდოკრინული სისტემის მხრივ; ჰიპერპროლაქტინემია, გინეკომასტია, ამენორეა, პოტენციის ან/და ლიბიდოს დაქვეითება. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, კანის გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი). სხვა: ალოპეცია, ჰიპერკრეატინინემია, გლუტამატტრანსპეპტიდაზას მომატებული აქტივობა, მწვავე პორფირია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები