იცით რეგულაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეგულაქსის გვერდითი მოვლენებია:  * კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიური ხასიათის დარღვევის დროს პრეპარატის დოზა მცირდება. *  პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, ან საფაღარათო საშუალების დიდი რაოდენობით მოხმარების დროს აღინიშნება მინერალების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა, აგრეთვე ალბუმინურია და ჰემატურია; * ამასთან ერთად, ადგილი აქვს ნაწლავების ლორწოვან გარსში პიგმენტის ჩალაგებას (ნაწლავის ფსევდომელანოზი), რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს და პრეპარატის მიღების შემდეგ ქრება; *  კალიუმის დაკარგვა იწვევს გულის მუშაობის დარღვევას და კუნთების სისუსტეს, განსაკუთრებით პრეპარატის გამოყენებისას საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები