იცით რელპაქსს რა უკუჩვენებები აქვს?

რელპაქსის უკუჩვენებებია: – პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ აწეული მგრძნობელობა – ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა – 18 წლამდე ასაკი (ვინაიდან ამ პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში ზუსტად დადგენილი არაა). ელეტრიპტანის, ისევე როგორც 5-ჰიდროქსიტრიპტამინის I ტიპის (5HT1) რეცეპტორების სხვა სელექტიურ აგონისტების მიღებას აქვს შემდეგი უკუჩვენებებიანი: – არაკონტროლირებული არტერიული წნევა, – გულის იშემიური დაავადებები (სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, მიოკარდიუმის დადასტურებული ასიმპტომური იშემია) ან მისი არსებობის ეჭვი, – პერიფერიული სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები, – თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა ანამნეზში, – რეპლაქსის მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში ან შემდეგ არ შეიძლება ერგოტამინის ან ერგოტამინის წარმოებულების, მათ შორის მეთისერგიდის (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან”) მიღება – ელეტრიპტანის და სხვა 5HT1 სეროტინინული რეცეპტორების აგონიტების ერთდროული მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები