იცით რემანტადინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რემანტადინის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება. რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემის მხრივ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, საჭმლისმონელების დარღვევა; ნერვული სისტემის მხრივ: ცნობიერების დაბინდვა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა, აჟიტაცია, დეპრესია, ეიფორია, უნებლიე მოძრაობების სიჭარბე (ჰიპერკინეზი), მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია). კანის მხრივ: გამონაყარი; სმენისა და ვესტიბულური აპარატი: ყურებში შუილი (ტინიტუს); სუნთქვის ორგანოების მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმი. გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები