იცით რესკუვოლინი საინექციო ხსნარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რესკუვოლინი საინექციო ხსნარის გვერდითი მოვლენებია: ორივე თერაპიული ჩვენება: იმუნური სისტემის დარღვევები: ძალიან იშვიათი, მათ შორის შემთხვევითი მოვლენები (< 0.01%): ალერგიული რეაქციები, მათ შორის ფსევდოანაფილაქსიური რეაქციები და ჭინჭრის ციება. ფსიქიატრიული დარღვევები: იშვიათი (0.01-0.1%): დიდი დოზების მიღების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს უძილობა, შფოთვა და დეპრესია. კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: იშვიათი (0.01-0.1%): მიღების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები. ნევროლოგიური დარღვევები: იშვიათი (0.01-0.1%): ეპილეფსური შეტევების გახშირება (აგ. იხ. ნაწილი 4.5 “ურთიერთქმედება”) ზოგადი დარღვევები და ლოკალური რეაქციები არახშირი (0.1-1%): აღინიშნა ცხელება კალციუმის ფოლინატის ინექციის სახით მიღების შემდეგ. მეტასტაზური პროქტოლოგიური კარცინომა: ზოგადად მკურნალობის უსაფრთხოება დამოკიდებულია დოზირების გრაფიკზე, გამოყენებულ 5-ფტორურაცილთან კომბინაციაზე, რადგან 5-ფტორურაცილი აძლიერებს ტოქსიკურობას: ყოველთვიური რეჟიმი: კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: ძალიან ხშირი (> 10%) გულისრევა და ღებინება. ზოგადი დარღვევები და ლოკალური რეაქციები ინექციის ადგილას: ძალიან ხშირი (> 10%) ლორწოვანი გარსის (ძლიერი) ტოქსიურობა. სხვა არასასურველი ეფექტის გაძლიერება 5-ფტორურაცილის მოქმედებით არ აღინიშნება (მაგ. ნეიროტოქსიურობა) ყოველკვირეული რეჟიმი: კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: ძალიან ხშირი (> 10%) დიარეა ტოქსიურობის მაღალი დონით და გაუწყლოვნება მთავრდება ჰოსპიტალიზაციითა ან სიკვდილით. დიარეისა ან მუკოზიტის აღმნიშვნელი ყოველი სიმპტომი (I ხარისხიც კი) მოითხოვს ქიმიოთერაპიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას სიმპტომების სრულ გაუჩინარებამდე. ხანდაზმული და სუსტი პაციენტები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ამ არასასურველი ეფექტების მიმართ. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო ამ პაციენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები