იცით რექსეპი კომბს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რექსეპი კომბის გვერდითი მოვლენებია: რა არის რექსეპი კომბის შესაძლო გვერდითი ეფექტები პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა რექსეპი კომბის ინგრედიენტების მიმართ, შესაძლოა გამოუვლინდეთ ალერგიული მოვლენები, როგორც ნებისმიერი სხვა წამლის გამოყენების შემთხვევაში.  თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, შეწყვიტეთ რექსეპი კომბის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს: — ალერგიული რეაქციები (მაგ.: ყელის ან პირის ღრუს შეშუპება, ქავილი, გამონაყარი) — გულის რიტმის დარღვევები — დიაბეტური კომა ან კეტოაციდოზი (სისხლში ან შარდში კეტონების შემცველობა) ან დიაბეტის სიმპტომების გაუარესება. აღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათია.  თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი მკურნალობა: • პანკრეატიტი  • გასტრო-ინტესტინური სისხლდენა • ნაწლავთა გაუვალობა • სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება • ლარინგოსპაზმი • გულყრები, ჩვეულებრივ ასოცირებულია ანამნეზში ეპილეფსიის არსებობასთან • მკურნალობის ადრეულ სტადიებზე, თავბრუხვევის ან გულისწასვლის შეგრძნება, განსაკუთრებით მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან წამოდგომისას • ღვიძლის დაზიანება, რომელიც კანისა და თვალის სკლერების სიყვითლით ვლინდება • გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია • შარდვის გაძნელება  თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს: ხშირი გვერდითი მოვლენები:  • კუნთების რიგიდობა ან კისრის გაშეშება • ფოტოსენსიტიურობა • სისხლძარღვთა გაფართოება • დიარეა • სისხლჩაქცევები კანზე • წონაში მატება • წონაში კლება • ამნეზია • გემოს ცვლილება • მკერდის ტკივილი • შარდვის გახშირება • გაფანტულობა • პირის სიმშრალე • დაღლილობა • ძილიანობა • მადის მომატება • კოჭების შეშუპება • ხელების კანკალი • მხედველობის დაბინდვა  არახშირი გვერდითი მოვლენები:  • გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) • დიარეითა და ღებინებით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ინფექციები • გულისრევა • ღებინება • კუჭის წყლული • ანემია • თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება) • ატაქსია (მოძრაობის კონტროლის გართულებასთან დაკავშირებული სიარულის დარღვევა) • მეტყველების პრობლემები • ემოციური ლაბილობა • ეიფორია • მოძრაობების შენელება • მოძრაობის დარღვევები • კუნთების უეცარი და ხანმოკლე შეკუმშვა • ცხვირიდან სისხლდენა • თმის ცვენა • კანის სიმშრალე • ქავილი • თვალის სიმშრალე • სხვადასხვა დისტანციაზე მხედველობის აკომოდაციის დარღვევა • ამენორეა • ქალებში ლაქტაცია • მენსტრუალური პერიოდის შემცირება • არამენსტრუალური სისხლდენა • შარდის შეკავება შარდის ბუშტში • შარდის შეუკავებლობა • შარდვის პრობლემები  იშვიათი გვერდითი მოვლენები:  • ღვიძლის გაცხიმოვნება • კანის ციანოზი • სისხლში ბილირუბინის მომატება • სისხლში კრეატინინის მომატება (თირკმლის ფუნქციების განმსაზღვრელი სუბსტანცია) • პოდაგრა • ოსტეოპოროზი • დიარეა • ლიბიდოს გაზრდა • კანის დესქვამაცია • ქალებში მკერდის შეშუპება აღნიშნული მოვლენები რექსეპი კომბის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.  თუ რომელიმე გვერდითმა ეფექტმა მიიღო სერიოზული სახე ან გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები