იცით რინო-სტასს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რინო-სტასის გვერდითი მოვლენებია:  სასუნთქი გზების მხრივ: პრეპარატმა, განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე). ცალკეულ შემთხვევაში მისი მოქმედების დამთავრების შემდეგ, შესაძლებელია ლორწოვანი გარსის ძლიერი შეშუპება (რეაქტიული ჰიპერემია). პრეპარატის ხანგრძლივმა, ხშირმა ან მაღალი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე) და ლორწოვანი გარსის ძლიერი შეშუპება, რაც მედიკამენტის ხშირი გამოყენებით შეიძლება გაუარესდეს (მედიკამენტოზური რინიტი). აღნიშნული ეფექტი შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან უკვე 5-7 დღის შემდეგ და პრეპარატის გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის დაზიანება მისი ატროფიის სახით. ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად, ან ცალკეულ შემთხვევებში თავის ტკივილი, ძილიანობა ან დაღლილობის შეგრძნება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ აღინიშნება ტაქიკარდია, სისხლის არტერიული წნევის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები