იცით რისებონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რისებონის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად, რისებონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შეწყვიტეთ რისებონის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომები: • ქსოვილების მწვავე შეშუპებისათვის (ანგიოშეშუპება) დამახასიათებელი სიმპტომები – სახის, ენის ან ყელის შეშუპება – ყლაპვნის გაძნელება – სუნთქვის გაძნელება და ჭინჭრის ციება • კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის წყული კანქვეშ. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომები: – თვალის ანთება, ჩვეულებრივ ტკივილი, გაწითლება და სინათლისადმი მგრძნობელობა – ყბის ძვლის ნეკროზი (ოსტეონეკროზი) ასოცირებული განკურნების დაყოვნებასთან და ინფექციასთან, ხშირად კბილის ამოღების შემდეგ  – საყლაპავ მილთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ყლაპვისას, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულძმარვის განვითარება ან უკვე არსებულის გაუარესება. აღნიშნული რეაქციები გამოვლინდა ძალიან იშვიათად (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კლინიკური კვლევებისას გამოვლენილი სხვა გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ იყო ზომიერი ხასიათის და არ განაპირობებდა პრეპარატის მიღების შეწყვეტის აუცილებლობას. ხშირი გვერდითი ეფექტები (100-დან 1-10 მომხმარებელში): – მოუნელებლობა, კუჭის ტკივილი, სპაზმები ან დისკომფორტი კუჭის არეში, ყაბზობა, მაძღრობის შეგრძნება, დიარეა, მუცლის შებერილობა – ძვლების, კუნთების ან სახსრების ტკივილი – თავის ტკივილი არახშირი გვერდითი ეფექტები (1000დან 1-10 მომხმარებელში): – საყლაპავი მილის ანთება ან წყლული, რაც იწვევს ყლაპვის გაძნელებასა და ტკივილს ყლაპვისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება. – თვალის ფერადი ნაწილის ანთება. იშვიათი გვერდითი ეფექტები (10000-დან 1-10 მომხმარებელში): – ენის ანთება, საყლაპავი მილის შევიწროვება – დარღვევები ღვიძლის ფუნქციების გამოკვლევისას, რომლის დიაგნოზირება შეიძლება მხოლოდ სისხლის ანალიზით. ბაზარზე პრეპარატის რეალიზაციის პერიოდში აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები: – თმის ცვენა – დარღვევები ღვიძლის მხრივ  – ჰიპერმგრძნობელობისა და კანის რეაქციები, მათ შორის სახის, პირის, ენის და/ან კისრის შეშუპება (ანგიოშეშუპება), გამონაყარი და წყლულები კანზე, ზოგიერთი სიცოცხლისათვის საშიში კანისა და ლორწოვანი გარსის მწვავე ცვლილებები და წვრილი სისხლძარღვების ანთება. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ოსტეოპოროზს, ბარძაყის ძვლის ატიპური მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს ძალიან იშვიათად. მიმართეთ ექიმს თუ გრძნობთ ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშანი. იშვიათად, მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება სისხლში უმნიშვნელოდ დაეცეს კალციუმისა და ფოსფატის დონე. რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები