იცით როვასტატს რა უკუჩვენებები აქვს?

როვასტატის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა როვასტატის მიმართ, ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ; – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; – ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა; – კუნთების განმეორებითი, ან უჩვეულო ტკივილი; – ციკლოსპორინების გამოყენებისას (გამოიყენება მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ). განსაკუთრებული ყურადღებით გამოიყენება: – თირკმლის ან ღვიძლის პათოლოგიის დროს; – კუნთების განმეორებითი ან უჩვეულო ტკივილისას;  – ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებისას; – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევისას; – თუ პაციენტი არის 10 წლამდე: როვასტატი არ მიიღება ბავშვებში 10 წლამდე; – თუ პაციენტი არის 18 წლამდე: როვასტატი 40 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე;  – 70 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში;  – მწვავე რესპირატორული უკმარისობისას; – აზიური წარმომავლობის შემთხვევაში, (იაპონური, ჩინური, ფილიპინური, ვიეტნამური, კორეული და ინდური წარმომავლობა).  ზოგიერთ ადამიანში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლზე. ამის დადგენა ხდება მარტივი ანალიზით, სადაც ხდება ღვიძლის ენზიმების მომატებული დონის განსაზღვრა სისხლში. ამ მიზნით, ექიმი ყოველთვის აკეთებს სისხლის ამ ანალიზს (ღვიძლის ფუნქციური ანალიზი) როვასტატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები