იცით როტალეპტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტალეპტინის გვერდითი მოვლენებია: ნეიროპათიური ტკივილის დროს მთლიანად ორგანიზმის მხრივ: 1%-ზე ნაკლები – შემთხვევითი ტრავმები, ასთენია, ტკივილი ზურგის მიდამოში, გრიპის მსგავსი სინდრომი, თავის ტკივილი, ინფექცია, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი, პერიფერული შეშუპებები, სხეულის მასის მომატება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – შეკრულობა, ფაღარათი, პირის სიმშრალე, დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი. ცნს-ისა და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – სიარულის მანერის შეცვლა, ამნეზია, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ჰიპესთეზია, ძილიანობა, აზროვნების დარღვევა, ტრემორი. სასუნთქი სისტემის მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – ქოშინი, ფარინგიტი; დერმატოლოგიური რეაქციები: არანაკლებ 1%-ისა – გამონაყარი. გრძნობათა ორგანოების მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – ამბლიოპია. პარციალური გულყრების მკურნალობისას როტალეპტინი ხშირად გამოიყენება კომბინაციაში სხვა ანტიკონვულსიურ საშუალებებთან ერთად, ამიტომ იმის დადგენა, თუ რომელი პრეპარატი იწვევდა გვერდით მოვლენებს (თუ ასეთი კავშირი საერთოდ იყო) შეუძლებელია.  მთლიანად ორგანიზმის მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – ასთენია, ზოგადი სისუსტე, სახის შეშუპება, დაღლილობა, ცხელება, თავის ტკივილი, ვირუსული ინფექცია, პერიფერული შეშუპებები, სხეულის მასის მომატება.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – ვაზოდილატაციის ან არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომები.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – მეტეორიზმი, ანორექსია, გინგივიტი, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, კბილების დაავადებები, დიარეა, დისპეფისა, მადის მომატება, პირის ან ხახის სიმშრალე, გულისრევა და/ან ღებინება.  სისხლმბადი ორგანოების მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – პურპურა (ხშირად ახასიათებდნენ, როგორც ფიზიკური ტრავმის შედეგად განვითარებულ სისხლჩაქცევებს), ლეიკოპენია. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – ართრალგია, ტკივილი ზურგის მიდამოში, მოტეხილობები, მიალგია.  ცნს-ისა და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – თავბრუსხვევა, ჰიპერკინეზები, რეფლექსების გაძლიერება, შესუსტება ან არარსებობა, პარესთეზიები, შფოთვა, მტრული განწყობა, ამნეზია, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, კოორდინაციის დარღვევა, დეპრესია, დიზართრია, ემოციური ლაბილობა, უძილობა, ნევროზულობა, ნისტაგმი, ძილიანობა, აზროვნების დარღვევა, ტრემორი, კუნთების კრთომა. სასუნთქი სისტემის მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – პნევმონია, ხველა, ფარინგიტი, რინიტი. დერმატოლოგიური რეაქციები: არანაკლებ 1%-ისა – აკნე, კანის ქავილი, კანზე გამონაყარი.  შარდგამომყოფი სისტემის მხირვ: არანაკლებ 1%-ისა – საშარდე გზების ინფექციები, იმპოტენცია.  გრძნობათა ორგანოების მხრივ: არანაკლებ 1%-ისა – მხედველობის დარღვევა, ამბლიოპია, დიპლოპია.  აღნიშნული გვერდითი მოვლენები: მსუბუქად და ზომიერად იყო გამოხატული.  მონოთერაპიის ფონზე რაიმე ახალი ან მოულოდნელი გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა. პრეპარატის ამტანობის შედარებისას დოზებში 300 მგ/დღეში და 3.6 გ/დღეში აღინიშნება ისეთი მოვლენების დოზაზე დამოკიდებულება, როგორიცაა თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, პარესთეზია და ნისტაგმი.  ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენები: , რომლებიც აღინიშნებოდა დამატებითი თერაპიის დროს დაახლოებით 2% და მეტი სიხშირით პლაცებოსთან შედარებით. მთლიანად ორგანიზმის მხრივ: ვირუსული ინფექცია, ცხელება, სხეულის მასის მომატება, დაღლილობა.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა და/ან ღებინება.  ცნს-ისა და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, მტრული განწყობა, ემოციური ლაბილობა, თავბრუ, ჰიპერკინეზია.  სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, რესპირატორული ინფექცია.  სხვა: ბავშვების 2%-ზე მეტს (პლაცებოს ჯგუფში სიხშირე მსგავსი იყო ან მეტი) – ფარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, თავის ტკივილი, რინიტი, კრუნჩხვები, ფაღარათი, ანორექსია, ხველა და შუა ყურის ოტიტი.  გვერდითი მოვლენები: , რომელთა დროსაც საჭირო გახდა დამხმარე თერაპიის სახით გამოყენებული პრეპარატის მოხსნა – ძილიანობა, ატაქსია, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გულისრევა და/ან ღებინება; მონოთერაპიის სახით – თავბრუსხვევა, ნერვოზულობა, სხეულის მასის მოამტება, გულისრევა და/ან ღებინება და ძილიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები