იცით როტალფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტალფენის გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, ძალიან იშვიათად – ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ძილიანობა; იშვიათად – პარესთეზია. გრძნობათა ორგანოების მხრივ: იშვიათად – ბუნდოვანი მხედველობა, ხმაური ყურებში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, სიცხის შეგრძნება, კანის საფარველის ჰიპერემია; იშვიათად – ექსტრასისტოლა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, პერიფერიული შეშუპება, ზედაპირული თრომბოფლებიტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ბრადიპნოე, ძალიან იშვიათად – ბრონქოსპაზმი, დისპნოე. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება; ნაკლები სიხშირით – აბდომინური ტკივილი, დისპეფსია, დიარეა, ფაღარათი, ჰემატემეზი, პირის სიმშრალე; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ორგანოების ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები სისხლდენის და პერფორაციის ჩათვლით, ანორექსია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, სიყვითლე; ძალიან იშვიათად – კუჭქვეშა ჯირკვლის დაზიანება, ღვიძლის დაზიანება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – პოლიურია, თირკმლის ჭვალი, პროტეინურია, კეტონურია. ძალიან იშვიათად – ნეფრიტი ან ნეფროზული სინდრომი. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: იშვიათად – ქალებში – მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად – კუნთების სპაზმი, სახსრებში მოძრაობის გაძნელება. დერმატოლოგიური რეაქციები: ზოგჯერ – დერმატიტი, გამონაყარი, ოფლიანობა; იშვიათად – აკნე. ალერგიული რეაქციები: იშვიათდ – ჭინჭრის ციება, ძალიან იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია. ნივთიერებათა ცვლის სისტემის მხრივ: იშვიათად –  ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია. ლაბორატორიული მაჩვენებელების მხრივ: იშვიათად – კეტონურია, პროტეინურია. ადგილობრივი და საერთო რეაქციები: ხშირად – ტკივილი ინექციის ადგილას; ნაკლები სიხშირით – ანთებითი რეაქცია, ჰემატომა, ჰემორაგიები ინექციის ადგილას, სიცხის შეგრძნება, შეციება, დაღლილობა; იშვიათად – ზურგში ტკივილი, გულის წასვლა, ცხელება; ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი, სახის შეშუპება. სხვა: ასეპტიური მენინგიტი, რომელიც უმეტესად უვითარდება წითელი მგლურას ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებს, ჰემორაგიული დარღვევები (პურპურა, აპლასტიური და ჰემორაგიული ანემიები, იშვიათად – აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია). 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები