იცით როფერონი-A-ის რა უკუჩვენებები აქვს?

როფერონი-A-ს უკუჩვენებებია:: როფერონ-ა უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:  – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ; – გულის არსებული ან გადატანილი დაავადებები; პრეპარატის პირდაპირი კარდიოტონურ მოქმედებაზე მითითება არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია, რომ მწვავე, დამოუკიდებლად გამქრალი ტოქსიური ეფექტები (მაგალითად, სხეულის ტემპერატური მომატება, ცხელება), რომლებიც ხშირად აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის დროს, იწვევენ გულის დაავადებების გამწვავებას; – თირკმელების და  ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები და სისხლმბადი სისტემის მიელოიდური ზრდის მხრივ  მძიმე დარღვევები; – კრუნჩხვები ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა; – ქრონიკული ჰეპატიტი გამოხატული დეკომპენსაციით ან ღვიძლის ციროზი; – ქრონიკული ჰეპატიტი, თუ ავადმყოფები იღებენ ან ადრე იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს, გამონაკლისია სტეროიდებით ხანმოკლე მკურნალობა; – ქრონიკული მიელოლეიკოზი, თუ ავადმყოფს გააჩნია HLA – იდენტური ნათესავი და მას უნდა ჩაუტარდეს ან ახლო მომავალში მოსალოდნელია ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია; – კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. უკუჩვენებებია: რიბავირინის გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები