იცით როფლოქსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როფლოქსანის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, მეტეორიზმი, აბდომინური ტკივილები, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოძრაობების უზუსტობა, ტრემორი, კრუნჩხვა, კიდურების დაბუჟება და პარესთეზია, კოშმარული სიზმრები, ფსიქოზური რეაქციები, შფოთვა, მომატებული აღგზნებულობა, ფობია, დეპრესია, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ქალასშიდა წნევის მომატება. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ტენდინიტი, მიალგია, ართრალგია, ტენდოსინოვიტი, მყესების გაწყვეტა. მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ფერების აღქმის დარღვევა, დიპლოპია, გემოვნების, ყნოსვის, სმენის და წონასწორობის დარღვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაცემა (აღინიშნება ვენაში შეყვანისას; არტერიული წნევის დაქვეითების სიმპტომის გამოვლენისას პრეპარატის შეყვანა წყდება), ვასკულიტი, კოლაფსი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ბრონქო – სპაზმი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანაფილაქსიური შოკი.  დერმატოლოგიური რეაქციები: წერტილოვანი სისხლჩაქცევა (პეტექიები), ბულოზური ჰემორაგიული დერმატიტი, პაპულოზური გამონაყარი ქერქით. სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ჰემოლიზური და აპლასტური ანემია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: მწვავე ინტერსტიციური ნეფრიტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანის შემცველობის მომატება. სხვა: დისბაქტერიოზი, სუპერინფექცია, ჰიპოგლიკემია (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში), ვაგინიტი. ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი და სიწითლე შეყვანის ადგილას, ცალკეულ შემთხვევებში – თრომბოფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები