იცით როფლუზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როფლუზოლის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, ყაბზობა ან დია-რეა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, კბილის ტკივილი, იშვიათად – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სკლერის იქტერობა, სიყვითლე, ჰიპერბილირუბინემია, ALთ (ალანინ ტრანსამინაზას), AST (ასპარტატ ტრანსამინაზას) და AP (ტუტე ფოსფატაზას) აქტივობის მომატება). ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძლიერი მოთენთილობა, იშვიათად – კრუნჩხვები. სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრივ: იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტო-პენია (სისხლდენა, პეტექიები), ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, იშვიათად – მულტიფორმული ექსუდა-ციური ერითემა (მ.შ., სტივენს-ჯონსის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეკრო-ლიზი (ლაიელის სინდრომი), ანაფილაქსიური რეაქციები. სხვა: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ალოპეცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები