იცით სემილაქტს რა უკუჩვენებები აქვს?

სემილაქტის უკუჩვენებებია:  – ჰიპერმგრძნობელობა სპირონოლაქტონის, ფუროსემიდის ან სულფანილამიდების მიმართ; – თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია; – ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (ღვიძლის პრეკომა ან კომა); – ელექტროლიტების ცვლის დარღვევები, რომელიც არ ექვემდებარება კორექციას: ჰიპო – ან ჰიპერკალემია, ჰიპერკალცემია, ჰიპონატრემია.  ორსულობა და ლაქტაცია ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.  სემილაქტის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები