იცით ურსოკამს რა უკუჩვენებები აქვს?

ურსოკამის უკუჩვენებებია: ურსოკამი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: – აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან აუტანლობის დროს; – ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე ანთებისას; – ნაღვლის საერთო და ბუშტის სადინარების ობსტრუქციის დროს. ურსოკამის გამოყენება არ შეიძლება თუ ნაღვლის ბუშტი რენტგენის სურათზე არ ჩანს, ნალექში კალციფიკაცია აღინიშნება, ნაღვლის ბუშტის სისტოლური მოქმედება შესუსტებულია ან ხშირია ბილიარული კოლიკები. ურსოკამის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს: ურსოკამის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ღვიძლის ფუნქცია – AST (GOT), ALT (GPT) და γ-GT უნდა შემოწმდეს ყოველ 4 კვირაში ერთხელ, თერაპიის პირველი 3 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 3 თვეში ერთხელ. მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად და სანაღვლე გზებში კალციუმის ნალექის შესამოწმებლად, მკურნალობის დაწყებიდან 6-10 თვის შემდეგ ტარდება ნაღვლის ბუშტის რადიოგრაფიული შემოწმება (ორალური ქოლეცისტოგრაფია), დანალექის დიამეტრის მიხედვით. დათვალიერება (საწყისი და კონტრასტის შეყვანის შემდეგ) უნდა მოხდეს როგორც მდგომარე, ისე მწოლიარე მდგომარეობაში (ულტრაბგერითი გამოკვლევა). ნუ მიიღებთ პრეპარატს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ზემოთ აღწერილ მდგომარეობათაგან რომელიმე გაწუხებთ. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები